საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0901-Recovered.jpg

ვარძიაში სოფლის პროგრამით წყლის ჭაბურღილი მოეწყობა

დღეს, სოფლის საერთო კრებას ვარძიაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.
 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვარძია 16 000 ლარით დაფინანსდა.
 მოსახლეობამ მეორე და მეხუთე უბნების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა გადაწყვიტა.
 კობა ლურსმანაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ სიკეთეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში მოსახლეობის ჩართულობაა, ისინი თავად განსაზღვრავენ რა საჭიროება დგას სოფლის წინაშე და ერთმანეთთან შეთანხმებით, პრიორიტეტულობის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.
ნანახია: 44 - ჯერ