კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/120126352_1280052885680546_3710767490917061886_n.jpg

ხარაგაულში ივანე ჯაფარიძის წიგნის

დღეს, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,  ივანე ჯაფარიძის წიგნის „საქართველოს დედოზარი-ლევან გოთუას“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღია სივრცეში, ივანე ჯაფარიძემ, მსმენელს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და არაერთი ლამაზი მოგონება გაიხსენა ლევან გოთუას ცხოვრებიდან.

„ბატონი ვანო გახლავთ საოცრად საამაყო ქართველი და მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ დიდებულ ქართველთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, თითქმის 20 წლიანი. როცა ბატონი ვანოს ეს წიგნი გამოვიდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ეს არაჩვეულებრივი წიგნი, ლევან გოთუაზე. სასიხარულოა ბატონი ვანოს გადაწყვეტილება, რომ ეს წიგნი მასიურად გადაეცა ხარაგაულის ბიბლიოთეკებისთვის და ხარგაულელ ახალგაზრდებს მისცა მისი წაკითხვის შესაძლებლობა. დღეს ბატონმა ვანომ ჩამოიტანა ეს წიგნები ბიბლიოთეკებისთვის და რადაგნ იგი მობრძანდებოდა ხარაგაულში, სპონტანურად დავგეგმეთ წიგნის პრეზენტაცია, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ პანდემიის ფონზე ღია სივრცეში ოცამდე ადამინი შევკრებილიყავით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ წიგნის განხილვა კვლავ მოეწყობა სკოლებში მას შემდეგ, როცა ჩვენი ახალგაზრდები მას წაიკითხავენ. რაც შეეხება წიგნს, ამ წიგნში არის ლევან გოთუას შესახებ ისეთი მასალები, რომლებიც დღემდე არსად არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან ის ინახებოდა ვანო ჯაფარიძის ოჯახის პირად არქივში. ლევან გოთუა გახლდათ, დიდი მთამსვლელი ჯაფარიძეების ახლო მეგობარი, ხოლო ვანო ჯაფარიძე მათი შთამომავალია, რომელმაც ეს მასალები მზის სინათლეზე გამოიტანა. ბედნიერი ვარ რომ წიგნის პირველი პრეზენტაცია შედგა ხარაგაულში“-ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით იზა ვეფხვაძემ და მერი გიორგიძემ მიმართეს.

წიგნი და პრეზენტაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ლევან გოთუასა და სხვა ქართველი გმირების შესახებ.

ნანახია: 2646 - ჯერ