კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1044.JPG

ვარძიის გუნდი კვლავ მინი ფეხბურთის ჩემპიონია

ხარაგაულში შოთა ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფხბურთში "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით მეორე წელია იმართება.

ჩემპიონატი, წელს, 20 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11-მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის №3 და ვარძიის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ.
მატჩი ვარძიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი კი, ხიდრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

 გამარჯვებულ გუნდს, რომელიც ზედიზედ მეორე წლია აღნიშნული ტურნირის ჩემპიონია თასი შოთა ჭიპაშვილის მამამ გადასცა.

სკოლბურთის მონაწილეები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ნანახია: 5762 - ჯერ