საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/117167772_331965057932976_4684411957295192315_n_1.jpg

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სასიხარულო ამბავი.

ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ჯემალ კალანდაძე ადგილზე გაეცნენ.

ბეტონის საფარი 11 კმ-იან მონაკვეთზე იგება, რითაც ათამდე სოფელი ისარგებლებს და შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას რაიონის ცენტრამდე.

პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიან მონაკვეთზე ეწყობა ახალი ხიდები და მილხიდები, ასევე მოხდება გზის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება

გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 730 160 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს.

ნანახია: 1900 - ჯერ