საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4.jpg

გაფრთხილება რეგულაციების დაცვის შესახებ

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით,
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რაც
სახელმწიფოს მიერ დაავადების გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული

ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, დაბაში არსებული ობიექტების მონიტორინგს ახორციელებს.

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ჩხეიძემ პირადად გააცნო რამოდენიმე მეწარმეს თუ როგორ უნდა დაიცვან რეგულაციები.

კერძოდ, აუცილებელია ყველა ობიექტს ჰქონდეს სადეზინფექციო სითხე და დეზობარიერი. ასევე სავალდებულოა პირბადის გამოყენება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ თუ ყველა ეს რეკომენდაცია დაცული იქნება, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურს უახლოვდება.

ხარაგაულის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას

ნანახია: 1519 - ჯერ