საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1066.JPG

მერიაში წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, 2021 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან
ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრა მერიაში წლის ბოლოს განხორციელებული საკადრო პოლიტიკით დაიწყო და ხალხის არჩეულმა მერმა, წარმომადგენლებს ახალი მოადგილეები და მერის თანაშემწე წარუდგინა.
კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობას, რაც მუნიციპალიტეტის წარმატების ფორმულის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
საუბარი შეეხო, პანდემიით არსებულ გამოწვევებს. მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოსთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ განმეორდეს სოციალური აქცია, რომელიც წინსაახალწლოდ პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს შეეხო.
ამ საკითხზე მუშაობა მან მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს დაავალა სოციალური სამსახურისა და მერის წარმომადგნლების ჩართულობით.
თავის მხრივ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური აქციის ფარგლებში კვლავ ის ბენეფეციარები შეირჩევა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
მერის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ასევე, გასულ დღეებში, ხანგრძლივი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია პერიოდულად გრძელდება.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და რაშიც მერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას, რადგან ისინი თავად ირჩევენ მცირე პროექტებს დასაფინანსებლად.
კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების წარმოდგენის დროს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისკენ მოუწოდა.
ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების ფუნქციონირებაზე. ყურადღება გამახვილდა ნადაბურის თემზე, სადაც, წლებია, სოფლებში ექიმის არარასებობის პრობლემა დგას. მერის ინფორმაციით, ეს გამოწვევა ახლა, ნაწილობრივ დაძლეულია. ნადაბურში დაინიშნა საზოგადოევბრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ვალდებულია, შესაბამისი განათლებით, კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო კონსულტაციები გაუწიოს მოსახლეობას. აღნიშნული პრობლემა, ამ კუთხით დარეგულირდება ასევე, მაღალმთიან სოფელ გედსამანიაშიც.
სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდამავალი პროექტების მიმდინარეობა სოფლებში არ შეჩერებულა, ხოლო რაც შეეხება ახალ დაფინანსებას, მერია ჯერ მოლოდინის რეჟიმშია.
თავის მხრივ, მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ზოგიერთი ნაწილი შეხვედრის ფორმატში გადაწყდა, ხოლო ზოგიერთის მოგვარების გზები შესაბამამისი თანამდებობის პირებთან გადანაწილდა.
ნანახია: 1454 - ჯერ