საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_2.jpg

ხიდარში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდარში, შარიქაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.  

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 900 მეტრამდე მონაკვეთს, სამუშაოებს შპს „მათე“ განახორციელებს.

პროექტის ღირებულება 113 633 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.

ხიდარში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მეწარმემ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოების დროული შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და  გამოაცხადა განმეორებითი ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია „მათე“.

 

სოფელში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის დასრულების  შემდეგ, აღნიშნული კომპანია ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.

ნანახია: 2022 - ჯერ