საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/saqasria.jpg

ხარაგაულის მერი ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო!

სოფლების - ბორითის, ერეთას, ამაშუკეთის, მაქათუბნის, ვაშლევის, საქასრიის, ციხისძირის და უბისის მოსახლეობის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ გზების რეაბილიტაცია სახელდება!

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წელს საგზაო ინფრსტრუქტურის მშენებლობა ექვს ლოკაციაზე მიმდინარეობს! შეხვედრებზე რამოდენიმე გზის საპროექტო სამუშაოები დაიგეგმა.

მერი მოსახლეობას covid-19 ის საშიშროებაზე ესაუბრა და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა! ასევე, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გამოჩენილი გონიერებისთვის, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზა აღმოჩნდა.

ნანახია: 2070 - ჯერ