სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0455.JPG
22/04/2021 09:51

რა საკითხებზე ისაუბრეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე, მერიამ საბიუჯეტო ცვლილება და 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვალოდა კელენჯერიძე უძღვებოდა.  ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში შემოსულობები  2 მილიონ 128 ათასი ლარი იყო, ხოლო ხარჯები  2 მილიონ 688 ათასი ლარის ოდენობით გაიწია. 3 თვის მანძილზე ხარაგაულის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტები,სოციალური პროგრამები, სკოლამდელი განათლება, დასუფთავების ღონისძიებები, კულტურული მიმართულება და  სპორტული  პროგრამები დააფინანსა. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურული ხარჯების ათვისების მაჩვენებლით კმაყოფილი არაა, მიზეზად ზამთრის სეზონს და არსებულ უამინდობას ასახელებს, რამაც  სამუშაოების წარმოებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა.ინფრასტრუქტურაზე უნდა გახარჯულიყო 2 748 100-ლარი ამ დროისთვის 642 300 ლარია გახარჯული, თუმცა აღნიშნული თანხა-96 700 ლარით მეტია წინა წელთან შედარებით“ - განმარტავს ის. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,დღეის მდგომარეობით ფაქტიურად  უკვე პროგრესი გვაქვს. ეტაპობრივად დაიწყო სამუშაოები.დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში მეტი შედეგები გვექნება. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ საბიუჯეტო სახსრების დროულად ათვისების, დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების  მიზნით. საკრებულოსგან მივიღებთ რეკომენდაციებს,საქმიან წინადადებებს“ - განაცხადა ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ. დღეს საკრებულოს ბიუროზე მერიამ ასევე 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულს გზების რეაბილიტაციისათვის 493 311 ლარი გამოეყო, ხოლო მაღალმთიანი სოფლების განვითრების ფონდიდან-650 000 ლარი. მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გედსამანიისა და ზვარის ბანაკამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. პროექტები გარდამავალია და ამჯერად, პირველი ეტაპი დაფინანსდა. რეგიონალური განვითრების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მარელისის ცისკაძეების, სარგვეშის ცისკაძეები უბნის, ბორითის გოჭოურის უბნის, თეთრაწყაროს ვეფხვაძეების უბნისა და ბაზალეთის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება, რაც სოფლებში ძირითადად  გზის, გარე განათებისა და წყლის მოწესრიგებას მოხმარდება. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის დაბალანაზღაურებადიანი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა-100 ლარით და  ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის სუბსიდირების ზრდა. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება მერის კობა ლურსმანაშვილის   ინიციატივით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკარების  ხელფასის მატება   100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებით ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობას" სოფლებში  გარე-განათების ახალი  ქსელის მოსაწყობად სუბსიდია მიეცა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/qali111.jpg
21/04/2021 13:48

ქალთა საჭიროებების კვლევის მიზნით, ხარაგაულში ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), -ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით,  მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობასა და გაძლიერებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში,  ზაალ სულაკაური და ნათელა გრიგალაშვილი ხარაგაულელ ქალებზე  ჩანახატებსა და ფოტო ისტორიებს შექმნიან, რომლის მიზანი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა იქნება.  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან, შეირჩევა 30 ბენეფიციარი . შეიქმნება 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდება. ნამუშევრების შექმნის შემდეგ, ხარაგაულში გამოფენა მოეწყობა.  კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზების საძიებლად, მუნიციპალიტეტის მერიასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, თანამშრომლობით, გაიმართება დიალოგი.  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ხელშესაწყობად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) კონსულტაციებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი-ელენე რუსეცკაია გაუწევს. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ  ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es.jpg
21/04/2021 09:55

ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი შეემატა

       ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ,  მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად  ხარაგაულის სათნოების სახლს ესტუმრა და მათ საქმიანობას და ბენეფიციარებთან მომსახურების პროცესს პირადად გაეცნო. სათნოების სახლში, 75 ბენეფიციარი საკვებს,  ყოველდღიურად (კვირის გარდა) რეგულაციების სრული დაცვით იღებს. დაბა ხარაგაულის მასშტაბით 13 ოჯახთან  მიტანის სერვისი მოქმედებს.  მერი უშუალოდ გაესაუბრა ბენეფიციარებს, თანამშრომლებს და სათნოების სახლში არსებული მდგომარეობის და  მათი საჭიროებების შესახებ სრული  ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ  სიახლეზეც, რაც ხარაგაულში სოციალური  სერვისების გაუმჯობესების კუთხით იგეგმება.  უკვე დღეიდან კვირაში ორჯერ მიტანის სერვისით დამატებით 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი, საღანძილე , ბაზალეთი და ისლარი შეემატება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია  ბენეფიციარების შერჩევისას,  სრული ობიექტურობა უნდა იყოს დაცული, რადგან მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა მიიღონ , ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ,,სოციალური მიმართულებებს ხარაგაულის მერიაში ვარლამ ჭიპაშვილი კურირებს, მან ბევრი იშრომა, შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება , ყველა მოთხოვნა, არსებული პრობლემა და გამოწვევა. სწორედ ასეთი მუშაობის ანალიზის შედეგად შევძელით ჩვენ რომ მომსახურების არეალის  გაზრდაზე გვეფიქრა“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა .   ვარლამ ჭიპაშვილი :  ,,ბევრჯერ ვაკრიტიკებდი ამ ორგანიზაციას, საკრებულოს პოზიციიდან, ახლა ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობებით  გამოვასწოროთ ის რაც არ მოგვწონდა, დავხვეწოთ  სერვისები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.“ მერმა სათნოების სახლის მომსახურე პერსონალს, რომლებიც ყოველდღე 70 ბენეფიციარს უწევენ მომსახურებას მადლობა გადაუხადა.    ,, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა , მომსახურებით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა , ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სერვისი და ვიზრუნოთ, რომ კიდევ მეტი უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. სოციალური მიმართულება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. ცხადია, ძნელია შესთავაზო ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები , მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ  გავწიოთ ის მომსახურება , რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა “.  სათნოების სახლის დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის ინფორმაციით , ადგილზე მიტანის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოპედი, რომელიც სამსახურმა  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/656as5d46a5sd4a6s5gf46as5df4a6s5fdasf.jpg
20/04/2021 13:22

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას განაგრძობს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას აქტიურად განაგრძობს. მერი, ახალსოფელსა და თეთრაწყაროში, მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერების პარალელურად, მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები , და სამომავლო მოლოდინები ადგილზე მოისმინა. კობა ლურსმანაშვილი პირადად გაეცნო ფარცხნალი - ახალსოფელის დამაკავშირებელი გზის დამამთავრებელ სამუშაოებს და უშუალოდ დაათვალიერა , გზის ის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც , პროექტის შემდეგ ეტაპზე, უახლოეს მომავალში დაიწყება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ფარცხნალი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დასრულდა, ახალსოფლის ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაცია გრძელდება , პროექტის ღირებულება 313 ათასი 777 ლარია , ჩვენ  ერთი გარდამავალი ეტაპი დაგვრჩა, რომლის დაფინანსებასაც  მოვიპოვებთ და  ხარაგაული -ფარცხნალი - ახალსოფლის გავლით თეთრაწყაროში,  ცენტრალურ გზას დავუკავშირდებით. ამით ფარცხნალის და  ახალსოფლის მოსახლეობის გადაადგილების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება.“ წელს თეთრაწყაროში შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად 150 ათასი ლარი დაიხარჯა. საუბნო გზების მოწესრიგება სოფელში სამომავლოდაც იგეგმება.  ,,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლად  ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა  ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. გავეცანი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, მოვინიშნეთ ის საკითხები, რისი მოგვარებაც აუცილებლად პრიორიტეტი იქნება სამუშაო პროცესში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. ხარაგაულში, ამინდების გაუმჯობესების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები აქტიურ  სამუშაო  ფორმატში  გადავიდნენ. თითქმის ყველა დაგეგმილ  პროექტზე  მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ,, ჩვენ ვფიქრობთ , რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, მერიას , ვადების დაცვით, ხარისხიანად ჩაბარდება. ეს ის პროექტებია , რომელსაც  ჩვენი მოსახლეობა  დიდხანს ელოდებოდა. ეს  პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოსთან ერთად მაქსიმალურადაა ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე და ვფიქრობთ  წარმატებული წელი ექნება ხარაგაულს, პროექტების შესრულების  თვალსაზრისით  ჩავარდნები არ გვექნება  და არის მოლოდინი რომ კიდევ მეტ დაფინანსებას შემოვიტანთ“ - აცხადებს ხარაგაულის მერი. ახალსოფელსა და თეთრაწყაროში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  მცირებიუჯეტიანი პროექტებით, დამატებით,  გარე განათებები , წყლის სისტემების მოწესრიგება და  მოსახლეობის სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება. წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება .      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/annie-spratt-tywjkdhf0ps-unsplash-1024x467_2.jpg
20/04/2021 09:57

Handmade - ხარაგაულის მერია იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე მუშაობენ

ხარაგაულის მერია, მერის თანაშემწის ჟანა ნემსაძის ინიციატივით ახალი იდეის განხორციელებას იწყებს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების შეგროვებას და იმ ადამიანების პოპულარიზაციას ისახავს მიზანად, რომლებმაც პანდემიის პერიოდში, საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს. ჟანა ნემსაძე: "ყველა  დამეთანხმება  ალბათ,  რომ  ხელნაკეთი  ნივთების  შექმნა  არც  ისე  ადვილი  საქმეა, არადა  ეს  სფერო  მსოფლიოში  და   მათ  შორის,   საქართველოშიც,   საკმაოდ  პოპულარულია.  ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც  ხელოვნების  ამ  დარგით   არიან  დაინტერესებული,  განსაკუთრებული  ნიჭით  გამოირჩევიან. შეიძლება  ითქვას, რომ პანდემიამ  ადამიანებს  ბევრი  რამ  დაგვანახვა  და  ცხოვრებას  სხვა  თვალით  შეგვახედა. მაგალითისათვის  ვიტყვი, ამ  პერიოდში ზოგიერთმა  ისეთი  საქმის  კეთებაც  დაიწყო, რომელზეც  ალბათ  ვერასდროს  იფიქრებდა,   ამის  ნიჭი  და  შესაძლებლობა თუ  ექნებოდა.ჩემი  დიდი  სურვილია, ეს  ხელოვანი  ადამიანები   უკეთ  გაიცნოს  საზოგადოებამ,  მოხდეს  მათი   ცოდნისა  და   უნარ-ჩვევების  წარმოჩენა.  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტე,   გამოვაცხადოთ  კონკურსი, რომლის  მიზანი-პანდემიის  პერიოდში  შექმნილი  ხელნაკეთი  ნივთების  პოპულარიზაცია  გახლავთ” - აცხადებს ჟანა ნემსაძე.  კონკურსის  პირობების  თანახმად, დაინტერესებულმა  პირებს, შეუძლიათ ნებისმიერი  ხელით ნაკეთ ნივთს  (ხის  ნაკეთობანი, ნახატი,  ნაქარგი, აქსესუარი, დეკორაციები,    და ა.შ)   ფოტო გადაუღონ და 15 მაისამდე, მერის თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს მიაწოდონ.  გამოგზავნილი  ნივთების ფოტოები 15 მაისიდან   ხარაგაულის  მერიის  ფეისბუქ  გვერდზე დაიდება. კონკურსში  სამი  გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულად  ჩაითვლება  იმ კონკურსანტთა  ნამუშევრები,  რომელთაც  ყველაზე  მეტი  მოწონება (like)  ექნება. პირველ  სამ  ადგილზე  გასულს  საჩუქრები  გადაეცემა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/lsdjlfgsjfjsdflsdf98s4dg69sdfosdfjoksldfsdfsdf.jpg
19/04/2021 15:29

ბიუროზე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშზე იმსჯელეს

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ხარაგაულში , რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები და მომავალში რ ომელი პროექტების  დაფინანსებაა მნიშვნელოვანი, აღნიშნული საკითხების ირგვლივ იმსჯელეს დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. კერძოდ, განათლების, კულტურის და ახალგზარდულ საქმეთა  კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ საღანძილის ადმინისტარციულ ერთეულში, სოფელ ზარანში,  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რაც  მშენებელმა კომპანიამ უნდა გამოასწოროს. როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა,  სამშენებლო კომპანიას ზარანში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები 2019 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც 70 ათასი  ლარით დაჯარიმდა. სხდომაზე ინგა მაღრაძემ, ლეღვანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და დიდვაკეში მრავლასართულიანი ბინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები დასვა. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, დიდვაკის ბინების რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო რაც შეეხება ლეღვნის ხიდს-კერძო საკუთრებაა და ამიტომ სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი თანხები სხვა პროექტებზე გადანაწილდა: „ვიცით, რომ ლეღვნის ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება, ჩვენს ინტერესებშიც შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა. მოვახდინეთ სათანადო უწყებების ინფორმირება, მათ შორის-მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის, რომელიც აქტიურობს პროექტის დაფინანსების საკითხზე.“ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, დევის ხვრელის უბანში ცენტრალური გზა დაზიანებულია და აუცილებელია რეაბილიტაცია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ პატარა ხარაგაულში მრავალსართულიანი ბინის ეზოს მოწესრიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა. სხდომაზე ასევე განხილული იყო საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ წარადგინა. მაია ალავიძის განცხადებით საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 432 კვმ. მიწის ნაკვეთი( ღირებულება-1900 ლარი) და მერიის ბალანსზე არსებული ავტობუსი(2100 ლარი). ასევე ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში შეფასებულ ავტომანქანებზე-მერსედესის მარკის ავტომობილი-4800 ლარის ნაცვლად განისაზღვრა-2800 ლარით. ხოლო მიცუბიშის მარკის ავტომობილი-7000 ლარის ნაცვლად 5200 ლარით. ბიუროზე, დღის წესრიგით წარდგენილ საკითხებზე ,  შესაბამისი დარგის კომისიები იმუშავებენ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_54.jpg
16/04/2021 16:22

ბიუროს სხდომა გაიმართება

19 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს სხდომა  გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის   ინფრასტრუქტურისა   და        კეთილმოწყობის   სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხსენებელი : პეტრე   შარიქაძე           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: მაია ალავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ომხსენებელი:   მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jgjsjfkldgsjlkfdg0834utojfslof8w34u0fjowiskvld_2.JPG
15/04/2021 22:11

პაატა კვიჟინაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ხარაგაულმა გუნდური მუშაობის ფორმატში მიიღო

დღეს ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი  პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა.   დეპუტატმა ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან,  მანანა ბარბაქაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. ხარაგაულის დეპუტატმა ჩვენთან საუბრისას იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ერთობლივი, გუნდური მუშაობის ფორმატში ხარაგაულმა მიიღო. პაატა კვიჟინაძე: ,, დღეს მქონდა შეხვედრა მერთან,  ბატონ კობა ლურსმანაშვილთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ მანანა ბარბაქაძესთან, ჩვენ  ერთად განვიხილეთ ხარაგაულისთვის მნიშვნელოვანი საკითხები  . როგორც იცით, ერთობლივი მუშაობით ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ლარი მივიღეთ, რაც  ხარაგაულში წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული ზარალის შედეგად დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ასევე 600 ათასამდე ლარი მოვიპოვეთ დამატებით 5 პროექტზე. მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის ორი მაღალმთიანი სოფლის გედსამანიის და ზვარის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.“ პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა , რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა და იმ რესურსების შეფასებაც გახლდათ, რაც მაჟორიტარ დეპუტატს  , მერს და საკრებულოს ერთობლივი ძალებით საერთო საქმის გასაკეთებლად და მოსახლეობის გვერდით დგომისთვის  გააჩნიათ. დღესვე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა. ,,დღეს მოქალაქეებს შევხვდი. მათ სხვადასხვა საკითხები აინტერესებთ, ძირითადი საჭიროებები  დასაქმება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა , და სოფელში არსებული  პრობლემების, კერძოდ გზისა და გაზის საკითხის  მოგვარებაა. ამ თემებზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ.“ ჩვენს კითხვაზე აქვს თუ არა დეპუტატს  კონკრეტული დღე მოქალაქეების მიღებისთვის დაწესებული , ბატონმა პაატამ გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ხშირად ჩამოვიდეს თავის სამაჟორიტარო ოლქში, მიღების ოფიციალური დღეები დადგენილი არ აქვს.  პაატა კვიჟინაძე: ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში სამი მუნციპალიტეტია, თვეში ერთხელ ყოველთვის ვცდილობ , რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდეს.  საკმაოდ დატვირთული  გრაფიკის მიუხედავად, ჩემი სურვილია, მუდმივად კონტაქტზე ვიყო ჩემს ამომრჩეველთან. ჩემი სამუშაო რეჟიმი  თვეში ორი კვირის მანძილზე სესიებს, ორი კვირა - კომიტეტებთან  და მუნიციპალიტეტებთან  შეხვედრებს მოიცავს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე,  მოქალაქეებთან შეხვედრის დღეზე ბიუროსთან ერთად, ეტაპობრივად ვიგეგმებით. ყველას ვისაც სურს დეპუტატთან  შეხვედრა  შეუძლია ჩაეწეროს ბიუროში, მას ჩემი თანამშრომლები  დაურეკავენ და შეხვედრის დროსა და თარიღზე შეუთანხმდებიან.“        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/172674190_508091033701163_7833945523206112201_n_1.jpg
15/04/2021 11:13

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება

  დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  რეაბილიტაცია  იგეგმება მერიამ  აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,  დაგეგმილია სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია და ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა. აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.  ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. მოსახლეობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებას  უკვე წლებია ითხოვს.  გამარჯვებული  კომპანია  28   აპრილს   გამოვლინდება,  რომელიც  ვალდებულია,  სამუშაოები  ხელშეკრულების  გაფორმებიდან 35 კალენდარული დღეში  შეასრულოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/19113787_1920342308211951_7194103540783727209_n_1.jpg
13/04/2021 12:58

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 650 000 ლარი გამოეყო

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტების  განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან   დასახლებებში მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სწორად ამიტომ მაქსიმუმი კეთდება  იმისათვის,  რომ   მოსახლეობა სოფლად  დამაგრდეს. ხაზგასმით  შეიძლება  აღინიშნოს,  რომ   საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატის,  პაატა  კვიჟინაძის,   დიდი  ძალისხმევითა  და  აქტიური  მუშაობით,     მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს  650 000   ლარი    გამოეყო.  მოგახსენებთ, რომ პაატა კვიჟინაძე საქართველოს  პარლამენტში  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და  ამავდროულად,  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს  წევრია.  მისასალმებელია, რომ  მაჟორიტარი  დეპუტატი  მაქსიმალურად  ჩართულია  ხარაგაულისათვის  პრობლემური   საკითხების მოგვარებაში   და ამ  მიზნით, კოორდინირებულად  მუშაობს  სამინისტროებთან და  სხვადასხვა ფონდებთან. მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით  გედსამანიისა  და   ზვარის  გზების  რეაბილიტაცია  განხორციელდება,  სადაც ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა,  ყოველივე  კი  ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.  როგორც  ხარაგაულის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი განმარტავს, ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  ტექნიკური  საკითხების  მოგვარება  და  ზემოაღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  უახლოეს  დღეებში  გამოცხადდება. ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით,  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს    მუნიციპალიტეტში   ინფრასტრუქტურული  პროექტების  მოსაწესრიგებლად,  ათ    მილიონ  ლარამდე     დაიხარჯება.  
სრულად