სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0402_1.JPG
28/12/2021 15:36

საახალწლოდ 600 სოციალურად დაუცველი ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს

ხარაგაულის მერია წინასაახალწოდ, 600 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევს. აქციისთვის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, 30 ათასი ლარი გამოიყო. სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ინფორმაცია მერიას მერის წარმომადგენლებისგან მიეწოდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0532_2.JPG
27/12/2021 14:08

ხარაგაულის მერია საახალწლოდ შშმ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. მერიამ, საახალწლოდ, 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშოები შეიძინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/270202822_3257922517788232_2715986577748646087_n.jpg
27/12/2021 14:04

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დღეიდან ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების ნაკრების დარიგებას იწყებს. 11 853 ლარის ღირებულების საჩუქრებს, საერთო ჯამში, 540 აღსაზრდელი მიიღებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/qqq.jpg
21/12/2021 20:10

საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს გაიმართება

ხარაგაულის მერიაში ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების  მისანიჭებლად კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე წარსადგენ პიროვნებებთან დაკავშირებით იმსჯელა. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წარდგენის საზეიმო ცერემონიალზე,  ხარაგაულის საპატიო მოქალაქეებს საზოგადოების წინაშე წარადგენს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან , იზა ვეფხვაძესთან ერთად. საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 25 დეკემბერს კინოთეატრში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdf.jpg
21/12/2021 16:35

შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში პროექტის „შშმ პირების მხარდაჭერისთვის“ ფარგლებში მერიის სოციალური სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზაცია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მცირე გრანტის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, პროექტის ხელმძღვანელმა, სოფიო ქარჩხაძემ და სოციალურმა მუშაკმა, იზაბელა ეჯიბიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.  გაიმართა დისკუსია  მუნიციპალიტეტის    სერვისებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კვლევისას გამოვლენილი  საჭიროებების თანხვედრაზე.   ასევე,  მიმოიხილეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/asdf.JPG
21/12/2021 12:36

საახალწლო ნობათი ბავშვებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით 150 ბავშვს, ვისაც  ჩვენი თანადგომა სხვებზე მეტად სჭირდებათ საახალწლო ნობათი გადაეცემა. ნობათის შემადგენლობაში შედის: ასაწონი შოკოლადი 0.5 კგ-იანი შეფუთვით; ორცხობილა "პეჩენია" 400 გრ; შესქელებული რძე - 2 ცალი; შაქარი- 800 გრ. შეფუთვით; მანდარინი - 2კგ; კარაქი -200 გრ. შეფუთვით; ზეთი- 1ლიტრი; ლიმონათი - 2 ბოთლი. წინასაახალწლოდ, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხარაგაულის მერია კვლავ განაგრძობს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/Screenshot_11.png
20/12/2021 18:36

ხარაგაულის მერიაში ხუნევის ბაღის მშენებელი კომპანიის შერჩევა -შეფასება მიმდინარეობს

  სოფელ ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამ ეტაპზე მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ხუნევში საბავშვო ბაღი, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 619 170 ლარით ფინანსდება. საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfv.jpg
20/12/2021 16:12

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69213374 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213375 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213377 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213376 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133723 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133724 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213372 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული , სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133727 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133725 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213379 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133711 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133710 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 692133712 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133714 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133715 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133716 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                                                                                                        მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი                                                                                 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ :          ა) საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;                                                                                                            მომხს: მარინე ხვედელიძე  ბ)  საკრებულო  ს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;   მომხს:  შმაგი ხიჯაკაძე   გ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა      კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი     დ) საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: პავლე კიკალიშვილი                                                                                              ე) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხტა და ეთიკის კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკითხებს 2022 წლის 3 იანვრის მორიგ სხდომაზე წარადგენენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/_DSC0868.JPG
17/12/2021 12:38

ხარაგაულის საკრებულომ 47 საპროექტო წინადადება მოიწონა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ იმ პროექტების ნუსხა წარადგინა, რომელსაც ხარაგაულის მერია 2022 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მიღების მიზნით შეისყიდის. 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხაში ჯამში 47 პროექტია:   სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი); ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); სოფელ მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი); სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი); სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი); სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი); სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი); სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი); სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი); სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი); სოფელ ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი); სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცი; სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი); სოფელ ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია( III-ე ეტაპი); სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში დედვდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი); სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების და ტალახაძეების უბანი); სოფელ ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ჩრდილში გოგნაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი და საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ პატარა ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (დვლების უბანი); სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი); სოფელ ისლარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა-გამოღმა ვაშლევი); სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების და მელქაძეების უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხანდების გზა); სოფელ წაქვაში გზის და ხიდის რეაბილიტაცია (I ეტაპი); სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძე შავარაძირის უბანი); სოფელ გოლისში გზის რეაბილიტაცია; საქარიქედი, მუხების უბნის და ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ერეთა დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია (კურტანიძეების უბანი); სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტალახაძეების უბანი); სოფელ წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სადგურის უბანი); სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი III ეტაპი); ზედა ლაშე-საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0844.JPG
16/12/2021 19:30

ხარაგაულის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მთავარი  საფინანსო  დოკუმენტი  დაამტკიცა. სხდომას, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი,  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი  და  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური  უფროსი  ვლადიმერ  გელაშვილი  ესწრებოდნენ. 2022  წლის  ბიუჯეტი  10  715 8  ათასი  ლარით  განისაზღვრა  და  ძირითადად    სოციალურ,   ინფრასტრუქტურულ  და  კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე არის  ორიენტირებული.  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  უფროსმა  ვრცლად  ისაუბრა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი  პროგრამების შესახებ, რომელთა  განხორციელება  მომავალ წელს  მუნიციპალიტეტში    იგეგმება. ვლადიმერ გელაშვილმა მიმდინარე  წლის  ბიუჯეტის  შესრულების  პარამეტრებზეც  გაამახვილა  ყურადღება  და  აღნიშნა, რომ  ბიუჯეტის  შესრულების მაჩვენებელი  საკმაოდ  კარგია. ,,2021  წლის  ბიუჯეტი დამტკიცების  პერიოდში   9091,0 ათასი  ლარით განისაზღვრა,  დღეის  მდგომარეობით  შესრულება არის  21 905.5  ათასი  ლარი.  შემოსავლები  დაგეგმილი  გვქონდა 8 018.9   ათასი  ლარით  და  ამ  პერიოდისათვის მიღებული  გვაქვს  9 911.4  ათასი ლარი.  ამ  ყველაფერში  დიდი  წვლილია  აღმასრულებელი ხელისუფლების  მუშაობის  და  განსაკუთრებით  მუნიციპალიტეტის  მერის კობა  ლურსმანაშვილის.  სწორედ  მისი  დაამსახურება, რომ ქონების  გადასახადიდან შემოსავალი   მილიონზე  მეტი მივიღეთ.   ასევე,  გამოვყოფდი  მერის  პირველი  მოადგილის  ვარლამ  ჭიპაშვილის  აქტიურ  მუშაობას. ჩემი  მრავალწლიანი  საქმიანობის პერიოდში,  მერის  პირველი  მოადგილის  მხრიდან   ასეთი  თავდაუზოგავი  შრომა  და      ბიუჯეტის  შედგენის პერიოდში მონაწილეობა  არასდროს  ყოფილა.“- აღნიშნა  ვლადიმერ  გელაშვილმა. სხდომაზე  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  უფროსმა განმარტა, რომ  2022 წლის  ბიუჯეტში  საგრძნობლად გაიზარდა  იმ პროგრამების  დაფინანსება,  რომლებიც  მოსახლეობისთვის  საჭირო  და  აუცილებელია. მისივე  თქმით,   საკრებულოს  მხრიდან  გაცემული  რეკომენდაციები,  აღმასრულებელმა  ხელისუფლებამ  მაქსიმალაურად  გაითვალისწინა. ,,2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გადასახდელები  1 625.7   მლიონი ლარით  იზრდება. 1 500 000 ათას  ლარს   გადააჭარბა სოციალური  პროგრამების  დაფინანსებამ,  საკმაოდ  სოლიდური  თანხები  დაიხარჯება  ინფრასტრუქტურის  მიმართულებით, რომლის  ფარგლებში  განხორციელდება:  სასმელი  წყლის  რეაბილიტაცია, გარე  განათების  ქსელის  მოწყობა,  ასევე,  მრავალბინიანი  საცხოვრებელი  სახლების   რეკონსტრუქცია.    წელს,  პირველად,    ასევე,  დაინერგა  სამოქალაქო  ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში  150 000 ლარით  დაფინანსდება  შვიდი  პროექტი. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია   თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.“-განაცხადა ვლადიმერ  გელაშვილმა. მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა,  აღნიშნა,  რომ   მოსახლეობის ინტერესებიდან  გამომდინარე ხარაგაულში ბევრი კარგი  პროექტის  განხორციელდება იგეგმება. მისივე  თქმით, მომავალი  წლის  ბიუჯეტში  პროგრესი  ნამდვილად  შეინიშნება  და    მაქსიმალურად  მოხდა  იმ საკითხების  გათვალისწინება,  რომელიც  დღეს  მუნიციპალიტეტში  აქტუალურია.  ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ  მიმართულებაზეც  გაამახვილა  ყურადღება  და  აღნიშნა, რომ  ბოლო  ერთ  წელში, აღნიშნული  პროგრამის  დაფინანსება  საკმაოდ  გაიზარდა  და    დიდი  ყურადღება  მიექცა მრავალშვილიანი  ოჯახების  დახმარებას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022  წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა   10 260 8 ათასი ლარით. აქედან : -საწარმოთა ქონების გადასახადი - 10 275. 8 ათასი ლარი; -ქონების გადასახადი  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე -2 100.0  ათასი ლარი; - დამატებითი ღირებულების გადასახადი -6 815.8   ათასი ლარი; -მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 155 ათასი ლარი; - სხვა შემოსავლები - 1 160 000 ათასი ლარი, მათ შორის: - მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის - 60  ათასი ლარი; - შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან -80 ათასი ლარი; - სანებართვო მოსაკრებელი - 30  ათასი ლარი; - ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის - 50  ათასი ლარი; - ჯარიმები, სანქციები და საურავები -1000,0  ათასი ლარი; -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დაფინანსება  784,8  ათასი ლარი; -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის  დაფინანსება  2 481,5  ათასი ლარი;  -სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური -99,9 ათასი ლარი; -კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯი -- 11,7    ათასი ლარი; -სარეზერვო ფონდი- 93,5   ათასი ლარი; -საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 060,0  ათასი ლარი; -მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა- ? ათასი  ლარი; -სასმელი წყლით უზრუნველყოფა  -  250,0 ათასი ლარი; -გარე განათება-240,0 ათასი ლარი; -მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია- 50,0 ათასი ლარი; -კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა,რეაბილიტაცია - ?ათასი  ლარი; -სოფლის მხარდამჭერი პროგრამა -15,0 ათასი  ლარი; -დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 190,0 ათასი ლარი; -დასუფთავება და ნარჩენების გატანა- 1 000.0 ათასი ლარი; -მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა - 180,0 ათასი ლარი; -უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები- 1,0 ათასი ლარი; -სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება -1 630,0 ათასი ლარი;  -ზოგადი განათლების ხელშეწყობა (ინტერნატი)-84.0 ათ, ლარი; -არაფორმალური განათლების პროგრამა (მოსწავლეთა სახლი)- 120.0 ათასი ლარი; -სპორტული ღონისძიებები -1 509.2 ათასი ლარი; - სპორტისა  და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა -51000 ათასი ლარი; -კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა - 889.2ათასი ლარი; -მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ხელშეწყობის პროგრამა - 60.0 ათასი ლარი; -რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა  -30,0 ათასი ლარი; -ახალგაზრდობის მხარდაჭერა- 10.0 ათასი ლარი; -საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა -147,0  ათასი ლარი; სოციალური პროგრამები - 1 383,2 ათასი ლარი; 2022 წელს გათვალისწინებულია შემდეგი პროგრამები: -სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა -450,0 ათასი ლარი;  შშმ პირთა დახმარების პროგრამა           -53.0 ათასი  ლარი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 350,0 ათასი ლარი; ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება-28.0 ათასი ლარი; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა- 15,7 ათასი   ლარი; მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა- 8,0 ათასი ლარი; მარჩენალდაკარგულთა დახმარების ქვეპროგრამა-8.0 ათასი ლარი; ყოველთვიური დახმარების პროგრამა- 65.0 ათასი  ლარი; საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის,ომში დაღუპულთა დახმარების პროგრამა-8,5 ათასი ლარი; ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა- 4.0 ათასი  ლარი; სადღესასწაულო დღეების დახმარება - 30.0 ათასი ლარი;  სოციალურ დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურების პროგრამა  -12.0 ათასი ლარი; უკიდურესად გაჭირვრებული  ოჯახების სათბობი მასალით დახმარების პროგრამა- 10.0 ათასი ლარი; ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა- 25.0 ათასი  ლარი;  გარდაცვლილი დევნილის ან ვეტერანის დაკრძალვა- 1.0 ათასი ლარი;  სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი   პირობების მქონე ოჯახების დახმარება - 140,0  ათასი ლარი. უფასო სასადილ- 130.0 ათასი ლარი; სოციალური დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა (საგრანტო ხელშეწყობა)  -10,0 ათასი ლარი; გადაუდებელი რეაგირების პროგრამა - 15,0 ათასი ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 20,0 ათასი ლარი. სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიების წევრებისგან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. უმრავლესობამ  2022  წლის  ბიუჯეტს  სრული  მხარდაჭერა  გამოუცხადა  და  ერთხმად  აღნიშნა, რომ   საკრებულო  და მერია  საკმაოდ  მჭიდროდ  და  კონსტრუქციულად  თანამშრომლობს, რაც  ხარაგაულის  უკეთესი  მომავლისათვის  საჭირო  და  აუცილებელია.        
სრულად