სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0915_1.JPG
16/12/2021 17:36

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ დღეს საკრებულოს წევრებს 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.   ანგარიშში საკრებულოს თავმჯდომარემ ვრცლად მიმოიხილა 2021 წელს საკრებულოს მიერ განხორციელებული კონკრეტული ინიციატივები , ასევე საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ანგარიშში ასევე ყურადღება დაეთმო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას.   ანგარიში ვრცლად იხილეთ: საკრებულოს თავმჯდომარის 2021 წლის ანგარიში  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0655_1.jpg
14/12/2021 16:42

მუზეუმის ეზოში საკონკურსო ფოტოების გამოფენა მოეწყო

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გამართული ფოტოკონკურსი - „შემოდგომა, მე და იზოლაცია" დღეს დასრულდა. შემაჯამებელი ღონისძიება მუზეუმის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართა. მოეწყო საუკეთესო ფოტოების გამოფენა. მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები, „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორთან, ნიკოლოზ მაჭავარიანთან ერთად დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. რვა ნომინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: „საუკეთესო ნამუშევარი“ – თამთა კიკნაძე, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; „მომავლის ხედვა“ - ვახტანგ მაღრაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა; „საუკეთესო კადრი“ - არმაზ შავიძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა; „საუკეთესო ფერთა ჰარმონია“ - გურამ ლურსმანაშვილი, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა; „კრეატიული ხედვა“ - გვანცა ყრუაშვილი, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა; სამ ნომინაციაში ორ-ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა. „შემოდგომის ჰარმონია“ - მარიამ ბერაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა; ნოდარ ებანოიძე, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; „საუკეთესო მობილური კადრი“ - ლიზი კიკნაძე, საღანძილის საჯარო სკოლა, თეკლა ებანოიძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა; „ყველაზე პატარა მონაწილე“ - ვარძიის საჯარო სკოლა.   კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ: ერეკლე ყრუაშვილი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია; ანა კიკნაძე, საღანძილის საჯარო სკოლა, ბექა ჩხიკვაძე, N3 საჯარო სკოლა; ნიკოლოზ მეიფარიანი, N3 საჯარო სკოლა; საბა მესხი, N2 საჯარო სკოლა. ფოტოკონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლაშა ნიქაბაძე, ნინო დიდიძე, ეკატერინე შველიძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258130686_603203090929128_5312290881465985152_n.png
14/12/2021 11:13

16 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.                                                                                                მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                           მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.                                                                                                     მომხს: პეტრე შარიქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                         მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                               მომხს: მანანა ბარბაქაძე   საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                                               მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/263169355_435549381344255_8502986482352016948_n.jpg
13/12/2021 15:50

როგორ შეხვდება ხარაგაული ახალ 2022 წელს

  25 დეკემბერს , მერიის წინ, ხარაგაულის საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება,  გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ. წინასაახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში მასობრივი ხასიათის არ იქნება და კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. გთავაზობთ ღონისძიებათა ჩამონათვალს: 15 დეკემბერი - ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი. პროექტი ,,ჩემი პატარა ხელებით“ საახალწლო აქსესუარების დამზადება.   20 დეკემბერი - საბავშვო ბიბლიოთეკა, 14 საათი. ,,ზამთრის ზღაპარი“ , ზღაპარს ბავშვებისთვის წაიკითხავს მსახიობი ირინე ჩხეიძე. ონლაინ-ფორმატი.   21 დეკემბერი - სამუსიკო სკოლა, 15 საათი საახალწლო კონცერტი   22-24 დეკემბერი, კინოთეატრის ფოიე, 12 საათი საახალწლო ნამუშევრების გამოფენა   23 დეკემბერი,კინოთეატრი, 13 საათი თოჯინების თეატრის სპექტაკლი კინოთეატრში ზღაპრის გმირებთან ერთად.   25 დეკემბერი - ხარაგაულის მერიის წინ ნაძვის ხის საზეიმო ანთება, კონცერტი ღია ცის ქვეშ.     27-28 დეკემბერი საახალწლო საჩუქრების დარიგება საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.   24 დეკემბერი, სპორტსკოლა, 12 საათი საოჯახო ოლიმპიადა   27-28 დეკებერი, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი, 13 საათი საახალწლო ღონისძიება   29 დეკემბერი, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი საახალწლო ვიდეორგოლის პრეზენტაცია   ინფორმაციას ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი , ირინე ჩხეიძე გვაწვდის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0634.JPG
10/12/2021 21:39

რა სახის შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტის მერიამ  განიხილა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის   პროექტზე   მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ  გამოთქმული შენიშვნები  სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის თაობაზე. ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ სულ 13 შენიშვნა იქნა წარმოდგენილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით  პასუხი დღეს ბიუროს წევრებს წარუდგინა.   მერიას მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, სადაც ასევე გაიმართება საკრებულოს სხდომები. ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული კოვიდპანდემიის გამო აუცილებელია სანიტარული ნორმების, მათ შორის, დისტანციის დაცვა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება საკრებულოს ხარჯებში დამატებით 80,0 ათასი ლარი; ქუჩის უპატრონო ძაღლების მოვლითი ღონისძიებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 6,0 ათასი ლარი, თუმცა ამ პროგრამის დაფინანსებით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, ვინაიდან წლებია მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი გამოცდილება და არც სახსრები დაუზოგავს აღნიშნულ პროგრამაზე, რადგან მოსაძებნია სხვა ალტერნატიული გზა ცხოველთა თავშესაფარის მოსაწყობად მეზობელი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით. ნაგვის ბუნკერების დამატებითი განთავსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხარჯებში უკვე გათვალისწინებულია  20,0 ათასი ლარი. სკრინინგ პროგრამების დასაფინანსებელი ხარჯები გათვალისწინებულია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებში, თუმცა საკრებულოს ოფისის ხარჯებში გენდერული საჭიროებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 3,0 ათასი ლარი. სასოფლო ამბულატორიების მოვლა-პატრონობისათვის (კომუნალური და სხვა ხარჯები) 2022 წლის წარმოდგენილ პროექტში უკვე გათვალისწინებულია 8,0 ათასი ლარი ,,ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა, აღჭურვა პროგრამული კოდი 06 02 „ -ზე. რაც შეეხება ეზოების შემოღობვას, თუ კონკრეტული ამბულატორია იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტი შეძლებს პრობლემის მოგვარებას. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს სახსრებს, მაგრამ ჯერ არ შემოსულა არცერთი პროექტი. მიუხედავად ამისა 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ იქნება გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის 15,0 ათასი ლარი.  ამასთან შეგახსენებთ რომ არსებობს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, (დანერგე მომავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი; შეღავათიანი აგრო-კრედიტი და სხვა) რომელიც ხელმისაწვდომია  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის  და დაინტერესებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში. გონივრული ინიციატივების წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით დაფინასებასაც  გამოვყოფთ.   საკრებულოს ხარჯებში კომპიუტერების შესაძენად დამატებით იქნება გათვალისწინებული 5,0 ათასი ლარი. მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯებისათვის დამატებით გამოიყო 30,0 ათასი ლარი და გახდება 80,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაზე მიმართული იქნება 919,2  ათ. ლარი,  თანამშრომელთა ხელფასების ზრდა მოხდება კარიერული სქემის შესაბამისად.   აქედან 400,0 ათ. ლარი  გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ების ხელფასების და 519,2 ათ. ლარი დანარჩენი საჯარო მოსამსახურეების ხელფასების მოსაწესრიგებლად. სოფელ მარელისში მზაობის ჯგუფის სათანადო პირობებში ფუნქციონირებისათვის შესწავლილი იქნება საკითხი ხარაგაულის რესურსცენტრისა და ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისად გადაწყდება აღნიშნული საკითხი. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა გაიზარდა 20,0 ათასი ლარით, კერძოდ გაიზარდება თითოეულ ბავშზე დახმარების ოდენობა და 50 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით. სამხედრო სამსახურის ხარჯებისათვის დამატებით საჭიროა 3,0 ათასი ლარი.  სულ, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.    განკარგულება ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  2022  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0643.JPG
10/12/2021 18:46

ხარაგაულის მერიამ, საკრებულოს ბიუროს 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა წარუდგინა

ბიუროს სხდომაზე 48 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ იმსჯელეს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე,  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი წარადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ჯამში 48 პროექტია:   სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი); ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); სოფელ მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი); სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი); სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი); სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი); სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი); სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი); სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი); სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი); სოფელ ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი); სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცი; სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი); სოფელ ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია( III-ე ეტაპი); სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში დედვდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი); სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი); სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების და ტალახაძეების უბანი); სოფელ ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ჩრდილში გოგნაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი და საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ პატარა ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (დვლების უბანი); სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი); სოფელ ისლარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა-გამოღმა ვაშლევი); სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების და მელქაძეების უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხანდების გზა); სოფელ წაქვაში გზის და ხიდის რეაბილიტაცია (I ეტაპი); სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძე შავარაძირის უბანი); სოფელ გოლისში გზის რეაბილიტაცია; საქარიქედი, მუხების უბნის და ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ერეთა დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია (კურტანიძეების უბანი); სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტალახაძეების უბანი); სოფელ წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სადგურის უბანი); სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი III ეტაპი); ზედა ლაშე-საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. საკრებულოს წევრები 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს 16 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0639_2.JPG
10/12/2021 17:22

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა. ბიუროს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი და საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე გაამახვილა ყურადღება. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას, მრავალბინიანი სახლების მოწყობას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გაზრდას, საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო  მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეხებოდა. როგორც ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა  აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი. დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. სხდომაზე 48 პროექტი მოიწონეს. პროექტების სია იხილეთ აქ. სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე 16 დეკემბერს ეყრება კენჭი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_7.png
09/12/2021 20:09

10 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

  საკრებულოს ბიუროს როგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს, 11 საათზე დაიწყება.    სხდომაზე ბიუროს წევრები, 16 დეკემბრის რიგგარეშე საკრებულოს სხდომის, დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებთან დაკავშირებით   იმსჯელებენ.      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 10 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის                                                      საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.                                                                                                 მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                               მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.                                                                                                      მომხს: პეტრე შარიქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                                                                                                                                მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                                            მომხს: მანანა ბარბაქაძე      6. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                                                  მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjkfg.JPG
09/12/2021 11:33

მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა ხარაგაულის ვებ-გვერდზე

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა. კონფერენციაზე ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტის მერი, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ელექტრონული პლატფორმა წარმატებით დაინერგა. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი, ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მოსაზრება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“ უკვე დღეიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ შეაფასონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები და პროგრამები, რომლითაც მათ წლის განმავლობაში ისარგებლეს. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად - „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსდა. როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად. ,,საინტერესოა, რომ ბმულის გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება იმ სოციალური პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს, შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“ შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე. პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას. ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Gerogia) მიერ განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgdf.JPG
09/12/2021 11:01

საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში წყლის ჭაბურღილები მოეწყობა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ხარაგაულში პილოტურ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სოფელ საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით წყლის ჭაბურღილები მოეწყობა. ორგანიზაცია ხარაგაულში, სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს. პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა წყალი, ჭაბურღილების მოწყობა და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. კვლევა იმ სოფლებში ჩატარდა, რომელიც საპილოტედ შეირჩა. ხარგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი: ,,ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი სოფლებში სასმელი წყლის პრობლემას აქვს. მართალია, ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მაგრამ სოფლის დონეზე სასმელი წყლით უზრუნველყოფა კვლავ პრობლემად რჩება.“ ციური ანთაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ,,კვლევამ გვიჩვენა, რომ სოფელს აქვს ბევრი საჭიროება ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა რანჟირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა წყალმომარაგების სისტემის სრულყოფა. მაგალითად, სოფელ იგორეთში მოსახლეობა ჩიოდა რომ ამ პრობლემის გამო მუდმივად ხდება მიგრაცია სოფლიდან. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დღეს ჩამოსულები ვართ იმისათვის რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება თუ რა პროექტს განვახორციელებთ. სამივე სოფელში პრიორიტეტად დასახელდა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გავაცნოთ კვლევის შედეგები.“ პაატა შარაშენიძე პროექტის ასისტენტი: ,,მერიის ჩართულობა თავიდანვე იყო ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი, მომდევნო ეტაპია ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და პროექტის მომზადება, რომლის საფუძველზეც ჩვენმა ორგანიზაციამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი. ამ საკითხშიც მერიის დიდი თანამონაწილებაა. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ის პრობლემები რაც მოსახლეობას აწუხებს დარეგულირდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. მოსახლეობის ჩართულობა გამოიკვეთება იმით, რომ განახორციელონ მონიტორონგი ჭაბურღილის გაკეთების პროცესში და თანადგომა გამოუცხადონ აქ მომუშავე პირებს.” როგორც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი განმარტავს, მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს მორგებული. პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.  
სრულად