სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_65.jpg
06/08/2021 16:49

ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ბაზალეთში , ნანიტაშვილების უბანში გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მოადგილემ დავით დევდარიანმა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი  პროექტი განხორციელდა , სოფელში მაინც რჩებოდა რთული მონაკვეთები, რომლებიც ჩვენგან შესაბამის ყურადღებას და რეაგირებას ითხოვდა.  ასეთი იყო ნანიტაშვილების უბნის მაცხოვრებლებისთვის, გზის ეს მონაკვეთი. მიხარია, რომ დაპირება შესრულდა. სოფელში კვლავ რჩება მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაცია ხარაგაულის მერიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით 2022 -23 წლებში მოხდება.“  დავით დევდარიანი: ,,სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში , ბეტონის საფარი  გზის 1000 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.  პროექტი  გარდამავალი იყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა  წინსწრებით დასრულდა.” ადგილობრივი მაცხოვრებელი, მზია ნანიტაშვილი: ,,ძალიან ცუდი გზა იყო ამ მონაკვეთზე, ლამის გაუვალი იყო ეს ადგილი , გადაადგილებაში გვიშლიდა ხელს, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და ეს პრობლემა ჩვენთვის მოგვარდა.“  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 244 622 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს ,,შპს ალპედე“  ასრულებდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0330.jpg
06/08/2021 15:30

სად შეხვდებიან საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს და სად განთავსდება საარჩევნო-სააგიტაციო მასალები

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ , მანანა ბარბაქაძემ განმარტა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გამოკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და სასამართლოს ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე საგზაო ნიშნებზე. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები , საკრებულოს წევრებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა , რომ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად განსაზღვრულ თითოეულ ადგილზე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით. განსაზღვრულ სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი) საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით; შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. სხდომაზე ასევე განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები. იხილეთ: დანართი ინფორმაციისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც ხარაგაულში მუნიციპალიტეტში 20-ის ნაცვლად 11   სამაჟორიტარო ოლქი იქნება. ეს სამაჟორიტარო ოლქებია: 1.დაბა; 2.ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა,სარგვეში; 3.ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი; 4.კიცხი, ფარცხნალი; 5.ლეღვანი, ვახანი; 6.წიფა, ზვარე; 7.ხევი, ნადაბური; 8.ბორითი; 9.ხუნევი; 10.საღანძილე; 11.მოლითი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/217389599_176763564437471_8970014981265788225_n.jpg
05/08/2021 15:17

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში მონაწილეობისთვის , საპროექტო წინადადებების წარდგენა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით. 2022 წლიდან ხარაგაულის  მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია  მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი 31 ივლისს დასრულდა და 1 აგვისტოდან საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო.  „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელების ეტაპები: საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 1 აგვისტოდან - 31 აგვისტომდე საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა - 1 სექტემბრიდან  15 სექტემბრამდე კენჭისყრის ეტაპი - 16 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალიწინების მიზნით - 1 ნოემბრიდან  10 ნოემბრამდე. 20 სექტემბერს ჩანიშნულია ღია კარის დღე, საკონსულტაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გაიმართება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს; დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). ამავე თემაზე იხილეთ: ხარაგაულის მერია მოქალაქეებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას სთავაზობს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_64.jpg
05/08/2021 13:53

დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით,  საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების   შესახებ  იმსჯელეს. განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.  2021 წლის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე სიახლე იქნება  ოლქების დამსხვილება, რის საფუძველზეც  ხარაგაულში  მუნიციპალიტეტში  20-ის  ნაცვლად  11   სამაჟორიტარო  ოლქი  იქნება. ეს სამაჟორიტარო ოლქებია:  1.დაბა; 2.ბაზალეთი,  ლაშე,  ღორეშა,სარგვეში; 3.ვარძია,  წყალაფორეთი, ხიდარი; 4.კიცხი, ფარცხნალი; 5.ლეღვანი,  ვახანი; 6.წიფა, ზვარე; 7.ხევი,  ნადაბური; 8.ბორითი; 9.ხუნევი; 10.საღანძილე; 11.მოლითი. ხვალ 06 აგვისტოს 10.00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_3.jpg
04/08/2021 18:23

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხვალ, 5 აგვისტოს, 11.00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე  06 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებენ   საკითხთა ნუსხა 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: ოთარ  ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვეული იქნეს მიმდინარე წლის 06 აგვისტოს 10.00 საათზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0033.jpg
02/08/2021 18:36

ხარაგაულის მერიამ ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო

ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც ხარაგაულის სოფლების დონეზე მუნიციპალური ქონების აღრიცხვას მოიცავს უკვე დაიწყო და კერძო აუდიტის ჩართულობით მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,  პროცესის უშუალო ხელმძღვანელია. დღეს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასა და საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმაში  ცვლილებების შეტანის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე იმ ერთეული ტექნიკის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია , რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატება. საპრივატიოზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა შემდეგი მოძრავი ქონებები: ,,ავტომანქანა ,,ზილი“ , ტრაქტორი ,,ბელარუსი“, ტრაქტორი დეტე75 , სახნავი გუთანი კულტივატორი. ვარლმა ჭიპაშვილი: ,, ეს ოთხი მოძრავი ქონება უნდა დაემატოს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას, რაზედაც საკრებულს თანხმობა გვსურს. ეს არის  მუნიციპალური ქონება, რომლის პრივატიზება გადაწყვიტა მერიამ. არსებობს  აუდიტის დასკვნა,რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ , თითოეული მათგანი, მათი მდგომარეობის გამო, მუნიციპალური ინტერესებისთვის ვეღარ იქნება გამოყენებული და აუდიტის დასკვნის მიხედვით, უმეტესი მათგანი შეფასებულია როგორც ჯართი.“ საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ  განმარტა, რომ საკითხს თან ერთვის აუდიტის დასკვნები და შეფასებები, რომელსაც საკრებულოს წევრები დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გაეცნონ. ვარლამ ჭიპაშვილმა აუდიტის მიერ შეფასებული საპრივატიზებო ქონება, საკრებულოს ახალი განფასებით წარუდგინა.  ,,ავტომანქანა ,,ზილი“  2400ლარი, ტრაქტორი ,,ბელარუსი“ 1500 ლარი, ტრაქტორი DT75 – 4200ლარი , სახნავი გუთანი კულტივატორი-1200 ლარი. ასევე საკრებულოს ეთხოვა, ახალი ცვლილებით საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანილ მოძრავ ქონებას ,,გაზ-66“ აუდიტის ახალი გადაფასებით ნაცვლად  3100 ლარისა, ღირებულება 2100 ლარად განესაზღვროს. ,,ინვენტარიზაციის პროცესი მიდის და გთხოვთ ხელი შეგვიწყოთ, რომ სამართლიანად წარიმართოს ეს პროცესი. შეიქმნა შესაბამისი კომისია, მოვიწვიეთ კერძო აუდიტი, მათი ჩართულობით მოხდება ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა, დავიწყებთ სოფლების შემოვლას, ყოველთვის იწყებოდა ეს პროცესი , მაგრამ ბოლომდე არ მიდიოდა. ჩვენ დავიწყეთ ახლა და გპირდებით ,,სტიკერების“ დაკვრაზე არ გავჩერდებით.“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0144_1.jpg
02/08/2021 18:29

მოხვდება თუ არა უნივერმაღი ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში

  მოხდება თუ არა უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია  ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში - ამ საკითხით დაინტერესდნენ დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. ე.წ უნივერმაღის შენობა, ეკომონიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სულ ახლახან გადმოეცა. შენობა, რომლის  რეაბილიტაცია ,,განახლებული რეგიონები“-ს  პროგრამის ფარგლებში  განიხილებოდა, პროექტის დაწყებამდე სპეციალისტებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც კითხვები გაჩნდა მის მდგრადობასთან დაკავშირებით. ,,სპეცილისტები ამბობენ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გაწეული ხარჯი შესაძლოა არაეფექტური იყოს. იმის გამო, რომ არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვის ნიშნები , მივიღეთ გადაწყვეტილება აუცილებლად ჩატარდეს მერიის მხრიდანაც ექსპერტიზა და ამისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართავთ, თუ დაიდება დასკვნა რომ შენობა საფრთხის შემცველია , მაშინ მასზე გაწეული ხარჯი არაეფექტური იქნება. განიხილავენ ასევე, მოხდეს შენობის მესაკუთრეებიდან გამოსყიდვა და  ამავე ადგილზე მოეწყოს რეკრეაციული ზონა. რაც მთავარია არ იგეგმება შენობის გაყიდვა და ეს ყველაფერი მოარული ჭორებია -‘’ განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0025.jpg
02/08/2021 17:01

ხარაგაულის ბიუჯეტში 6 თვის ადგილობრივი შემოსავლები 110 პროცენტით შესრულდა

  დღეს ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით ოთხი საკითხი განიხილეს. ის დეპუტატები , რომლებიც სხდომაზე პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე არ იმყოფებოდნენ, სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგები წარუდგინა საკრებულოს. ვლადიმერ გელაშვილი: ,,2021 წლის ბიუჯეტი  9 მილიონ 81100 ლარი გახლდათ, შემდეგ მოხდა ცვლილებები, და წლიური ბიუჯეტი  16 მილიონ 919ათას  900 ლარით განისაზღვრა, დღეს უკვე 17 მილიონს გადავაჭარბეთ.  მხოლოდ იანვარ- ივნისის თვის ბიუჯეტი  8 მილიონ 471 ათას 900 ლარი იყო, შესრულდა  6 მილიონ 914 ათას 800 ლარით, ესეიგი 81, 6 პროცენტით. გასული წლის შესაბამის პერიოდს 2 მილიონ 17 ათას 400 ლარით გადავაჭარბეთ.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შემოსავლები შესრულდა 110, 1 პროცენტით, ასევე მოგახსენებთ გასავლებს , რასაც ჩვენ ხარჯებს ვუწოდებთ, 6 თვის გადასახდელების ნაწილში ხარჯები 11 მილიონ 187 ათას 300 ლარით განისაზღვრა, და  7 მილიონ 260 ათას 800 ლარით შესრულდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2021 წლის 6 თვის ხარჯები მილიონ 576 ათას 500 ლარით არის გაზრდილი.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/166863535_1106866296477642_4121465913627132184_n.jpg
29/07/2021 16:01

ხუნევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოხდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ორი საკონკურსო იდეა, ხუნევის ბაღის მშნებლობა და დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსში, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მერის , კობა ლურსმანაშვილის, განმარტებით ამჯერად პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტს, რომელიც წელსვე შეიძლება გაკეთდეს და დასრულდეს. სწორედ ამ ფორმით შეირჩა დევების ტერიტორია და ხუნევის ბაღი. ,,სრიგპ“ -ს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი იყო ასევე ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ცაშეკრულას კანიონის და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დევების გამოქვაბულის რეაბილიტაცია. წინადადებების სახით წარდგენილი იყო  ასევე ახალი მუზეუმის მშენებლობა,   და კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დევების  ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის და ხუნევის ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის  25 ათას ლარს გაიღებს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით 2022 წლისთვის ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ წარადგენს საკონკურსო იდეებს , რომელიც ძირითადად ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და რეკრეციული ზონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0032.jpg
29/07/2021 15:33

30 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

30 ივლისს 15 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით, სხდომაზე გატანილი იქნება საკითხი საბიუჯეტო ცვლილების შესახებ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის ოთხი პროექტის სახელშეკრულებო ღირებულების შესავსებად დამატებით 233 011 ლარი გამოეყო. ,,აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტი სოფელ ღარიხევის, თეთრაწყაროს, ბაზალეთის და მაქათუბნის საუბნო გზების რეაბილიტაციას დაასრულებს, რომელთა სრული რეაბილიტაცია ნაცვლად 2022 წლისა, მიმდინარე წელს დასრულდება.“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. საბიუჯეტო ცვლილებას ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.  
სრულად