სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/140128862_869302900495095_2161950395001785760_n.jpg

ღორეშაში ცენტრალურ ქუჩას გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის
სახელის მინიჭების შესახებ დადგენილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 იანვარს გამართულ მორიგ ხდომაზე მიიღო. 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის
მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული
ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1
ივნისის №239 დადგენილებისა და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინსტრუქციის დამტკიცების
შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მაისის №50/24
განკარგულების საფუძველზე:


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:


მუხლი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში სსიპ. იუსტიციის სახლის
მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებულ 420 მ. მანძილზე სახელწოდების
არმქონე ქუჩას ( დასაწყისი სოფელ ღორეშის საჯარო სკოლა - დასასრული მოქალაქე არკადი
კაპანაძის საცხოვრებელი სახლი) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის, ვახტანგ
გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელის გელა კაპანაძის სახელი თანდართული რუკის
(ორთო ფოტო) თანახმად.


მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ
განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.


მუხლი 3 .განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.


მუხლი 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N 7).

ნანახია: 1020 - ჯერ