სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0028.JPG

ხარაგაულელი ვეტერანებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

ხარაგაულის საავადმყოფოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა   კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო აქციას შეუერთდნენ და ბენეფიციარების მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აქციის ფარგლებში ბენეფიციარებმა  ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციები მიიღეს, გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ჩაფიძის გულის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ხარაგაულის საავადმყოფში ერთობლივი აქცია განხორციელდა. მიმაჩნია რომ, ასეთი სახის აქცია ძალიან მნიშვნელოვანია.  მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ კობა კობალაძეს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.“

კობა კობალაძე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი: ,,ჩვენ გვაქვს  გეგმიური ღონისძიებები და სხადასხვა კლინიკებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად გავდივართ რეგიონებში და გეგმიურ შემოწმებებს ვაკეთებთ. ამით ვცდილობთ ვეტერანების ავადმყოფობის პრევენცია მოვახდინოთ.  საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად ვთანამშრომლობთ ჩაფიძის გულის კლინიკასთან. ამჟამად ვართ ხარაგაულში, სადაც გეგმიურ სამედიცინო კვლევებს გადიან, როგორც ჩვენი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის მერს,კობა ლურსმანაშვილს , ჩაფიძის კლინიკის მედპერსონალს და  ყველას ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში."

მარიამ ლომიძე - ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე: ,, ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც  აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის ჩაფიძის გულის ცენტრისა  და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში დავდივართ. დღეს ჩაფიძის გულის ცენტრის 111-ე საქველმოქმედო აქციაა .  ძალიან მინდოდა ჩემს მშობლიურ  ხარაგაულში აღნიშნული აქციით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო რაოდენობრივად შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის გაკეთდა ღონისძიება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც გამოითქვა აქციაში მონაწილეობის დიდი  სურვილი და უარი არც მათთვის არ გვითქვამს. მომავალში აუცილებლად კიდევ დავგეგმავთ აქციას ხარაგაულის ადგილობრივი მოსახლეობისთვის  , მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისფულებას, მერს ბატონ კობა ლურსმანშვილს  , და მერიის  შესაბამის სამსახურებს ღონისძიების ორგანიზებულად და მოწესრიგებულად  წარმართვისთვის.“

დღესვე  ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე , ხარაგაულელ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ სოციალურ სერვისებზე ისაუბრა , რომელსაც სახლმწიფო ვეტერანებს სთავაზობს , ასევე ინფორმაცია გააცნო ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

კობა ლურსმანაშვილმა კიდევ ერთხელ  გააჟღერა ინფორმაცია ახალ სოციალურ პროგრამაზე , რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და ,,ვეტერანების დახმარების პროგრამა“  ეწოდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომართვიანობის შემთხვევაში, ვეტერანებს  ერთჯერადი ფინანსური დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, თანადაფინანსების მიღებით შეუძლიათ ისარგებლონ.

,,ვეტარანების მომართვა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველა ფეხზე დავდგეთ  და გავაკეთოთ იმაზე მეტი რაც შეგვიძლია. ნებისმიერი სოციალური პროგრამით სარგებლობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვეტერანებს და ჩვენ ყოველთვის მოვიძევთ თანხებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ - განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.

 შეხვედრა დასასრულს კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 110 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 350 ბენეფიციარს.

 

 

ნანახია: 613 - ჯერ