სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/f1275c26328ba6b05a2c6be23eaf3bd1a23fc981.jpg

საკადრო ცვლილებები ხარაგაულის მერიაში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ხარაგაულის მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად ინგა ბერაძე დაინიშნა. ინგა ბერაძე, ამ დრომდე,  გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, მერის თანაშემწედ მუშაობდა.

ადმინისტრაციული სამსახურში, ახლად შექმნილ, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსად თეა ბერიძე დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა. აღნიშნულ განყოფილებაში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად თამარ გოგოლაძე დაინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული შიდა კონკურსის შედეგად კარიერულ საფეხურზე დაწინაურდა - ადმინისტრაციულ სამსახურში, საინფორმაციო მიმოცვლის საკითხებში, ნინო ფერაძე და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე გადაინაცვლა. ასევე კარიერულ საფეხურზე დაწინაურდა  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურში, სოციალური დაცვის განყოფილების თანამშრომელი ნანა თხელიძე, რომელსაც მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიცია განესაზღვრა.  ამავე განყოფილებაში სოციალური მუშაკის პოზიციაზე ლელა მაჭავარიანი დაინიშნა  , რომელიც ამ დრომდე კულტურის სამსახურში მუშაობდა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  მერის წარმომადგენლად როინ გელაშვილი დაინიშნა, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურში მუშაობდა. მერის წარმომადგენელი დაინიშნა, ასევე, ხევის ადმინიტრაციულ ერთეულში, აღნიშნული პოზიცია ოლეგ ხაჩიძემ დაიკავა.

მერის თანაშემწედ დაინიშნა  უჩა ბერაძე, რომელიც კულტურის განვითარებისა და რელიგიის მიმართულებით იმუშავებს.

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ასისტენტად ბესიკ ბუაჩიძე დაინიშნა.

ნანახია: 1477 - ჯერ