სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/83AF9AA3-B536-4FCB-87BF-812621457BA5_w1597_n_r1_st.jpg

მერიამ მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტების შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები  4 პროექტზე გააფორმა.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული გზის საყრდენი კედლის მშენებლობისთვის სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან  470 213 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შ.პ.ს. „ფირმა იმედი“- განახორციელებს.

აღნიშნული კომპანია დაიწყებს ასევე კიბაბოურის უბანში ხიდის აღდგენა-მშენებლობის სამუშაოებს. პროექტი სტიქიის  სალიკვიდაციო ფონდიდან 368 082 ლარით ფინანსდება.

სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში (მეორე ეტაპი), კომპანია „ალპედე“გზის მობეტონების სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი 650 მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 60 000 ლარით ფინასდება.

გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბანში ბეტონის საფარი გზის 1714 მეტრ მონაკვეთზე  დაიგება. პროექტი მთის  განვითარების ფონდიდან 290 153 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს შ.პ.ს. „ნიუ იბერია“ განახორციელებს.

აღნიშნული კომპანიები სამუშაოებს ხელშეკრულების დადებიდან 3 დღეში დაიწყებენ.

 

ნანახია: 972 - ჯერ