სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0144_1.jpg

მოხვდება თუ არა უნივერმაღი ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში

 

მოხდება თუ არა უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია  ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში - ამ საკითხით დაინტერესდნენ დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

ე.წ უნივერმაღის შენობა, ეკომონიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში სულ ახლახან გადმოეცა.

შენობა, რომლის  რეაბილიტაცია ,,განახლებული რეგიონები“-ს  პროგრამის ფარგლებში  განიხილებოდა, პროექტის დაწყებამდე სპეციალისტებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც კითხვები გაჩნდა მის მდგრადობასთან დაკავშირებით.

,,სპეცილისტები ამბობენ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გაწეული ხარჯი შესაძლოა არაეფექტური იყოს. იმის გამო, რომ არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვის ნიშნები , მივიღეთ გადაწყვეტილება აუცილებლად ჩატარდეს მერიის მხრიდანაც ექსპერტიზა და ამისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართავთ, თუ დაიდება დასკვნა რომ შენობა საფრთხის შემცველია , მაშინ მასზე გაწეული ხარჯი არაეფექტური იქნება. განიხილავენ ასევე, მოხდეს შენობის მესაკუთრეებიდან გამოსყიდვა და  ამავე ადგილზე მოეწყოს რეკრეაციული ზონა. რაც მთავარია არ იგეგმება შენობის გაყიდვა და ეს ყველაფერი მოარული ჭორებია -‘’ განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.

 

ნანახია: 887 - ჯერ