სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaaaaasScreenshot_2.jpg

ხარაგაულის მერია 23 სოფელში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს

 

მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 23 სოფელში, გზის ყველაზე რთული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს.

დავით დევდარიანი: ,,ტენდერების გამოცხადება ეტაპობრივად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. საერთო ჯამში აღნიშნულ სამუშაოებზე 182 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს გზის ის რთული მონაკვეთებია ,  სადაც გზის მოსწორება და ღორღოვანი გრუნტით შევსება მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს."

ტენდერი უკვე გამოცხადდა ვარძიის, კიცხის, წყალაფორეთის, ხიდრის  და ხევის საუბნო გზების რეაბილიტაციაზე.

ტენდერი 31 აგვისტოს დასრულდება.                                                                            

გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების შესასრულებლად,  ხელშეკრულების გაფორმებიდან, 28 კალენდარული დღე აქვს.

ნანახია: 1355 - ჯერ