სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/7d2fb746234144c4a65f0a8e7e3ecdbe_TS53XX_CS_blk_en-570.png

,,პრინტერია'- სოფელ კიცხში „აწარმოე საქართველოს“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბეჭდვითი მომსახურების ოფისი იხსნება

სოფელ კიცხის მაცხოვრებელი ფერიდე ბერაძე ,,აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფერიდემ „აწარმოე საქართველოში-ს“  საგრანტო კონკურსში გასულ წელს მიიღო მონაწილეობა, კონკურსის ეტაპები წარმატებით გადალახა და  სოფელ კიცხში  ბეჭდვითი მომსახურების ოფისის შექმნისთვის გრანტი მიიღო.

ფერიდე ბერაძე: ,,დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე, რომ არსებობდა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ ორგანიზებული  საგრანტო კონკურსი მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. მე კი, ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც ღირებული შემექმნა. არაფერს ვკარგავდი მონაწილეობით, და მეც, ბედი ვცადე. თავი მოვუყარე ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, და ყველაფერი ჩავდე ამ პროექტში- სული და გული. თუმცა, რომ არა ჩემი ოჯახის დახმარება და გვერდით დგომა, ალბათ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი.

            ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც ჩემს სოფელს გამოადგებოდა. დავაკვირდით, რომ ჩვენს გარშემომყოფებს ხშირად ჭირდებოდათ ბეჭდვითი მომსახურება და მეც,  ამისთვის ძირითადად ზესტაფონში მივდიოდი და გაჩნდა იდეა გამეკეთებია ბეჭდვითი მომსახურების ოფისი.

            დიდი იყო ჩვენი სიხარული, როდესაც დაფინანსება მოვიპოვეთ. უდიდესი შრომა ჩავდეთ, რომ ოფისისთვის დღევანდელი სახე მიგვეცა. ვეცადეთ,  ყველაფერი, კარგად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა. შედეგად კი, შეიქმნა „პრინტერია“. 

„პრინტერია“ პირველ ეტაპზე, მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: 

  • დოკუმენტების ბეჭდვა, ასლის გადაღება, სკანირება.
  • ფოტოსურათების ბეჭდვა
  • გამოსახულების გადატანა ჭიქებზე, მაისურებსა და ჩანთებზე.
  • ეტიკეტებისა და სტიკერების ბეჭდვა.

,,პრინტერია“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება და მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ჰპირდება.

 

 

ნანახია: 1471 - ჯერ