სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/242566130_4358622344175007_4488155324535394027_n.jpg

ბესიკ კვირიკაშვილი ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

საკრებულოს სულ ხუთი მუდმივი კომისია ეყოლება. მათ შორის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას ბესიკ კვირიკშვილი უხელმძღვანელებს.

ბესიკ კვირიკაშვილს წლების  განმავლობაში საჯარო  სამსახურში  საკმაოდ  საპასუხისმგებლო  თანამდებობები  ეკავა.

1997-2004წ.წ.  იყო   მიწის მართვის ხარაგაულის  სამმართველოს უფროსის  მოადგილე;

2004-2020წ.წ. საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს  ხარაგაულის  სამსახურის  უფროსი.

2020  წლიდან  დღემდე  ხელმძღვანელობდა  ა(ა) იპ ,,დასუფთავების  და  კეთილმოწყობის  სამსახურს“.

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბესიკ კვირიკაშვილი  პარტია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“  მიერ წარდგენილი იყო დაბის მაჟორიტარად.

,,როდესაც  შემომთავაზეს,  რომ დაბისა  და  პატარა  ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატობის  კანდიდატი  ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება დიდი და გაცნობიერებული  პასუხისმგებლობით მივიღე. 

ასევე ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩემთვის  ვიყო ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

მჯერა, ქართული ოცნების გუნდთან ერთად, ხარაგაულისთვის ბევრი  კარგი საქმის გაკეთებას  შევძლებ.  ყველა  ვხედავთ,  რომ ბოლო  წლებში  მუნიციპალიტეტი საკმაოდ  კარგი  ტემპით  ვითარდება  და   არაერთი  მასშტაბური  პროექტი  ხორციელდება,  რაშიც  უდიდესი  წვლილი  მიუძღვის   ბატონ  კობა  ლურსმანაშვილს.  მიხარია,  რომ  მეც  ამ გუნდის  ნაწილი  ვარ  და მეძლევა  შესაძლებლობა,  უფრო  მეტად ვემსახურო  ჩემს  ძვირფას  ხალხს.“

ნანახია: 1466 - ჯერ