სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/vsp/WhatsApp%20Image%202022-05-23%20at%204.50.51%20PM.jpeg

ხარაგაულის მერმა, სამუშაო თათბირი გამართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, კახა გოლუბიანთან ერთად წარმართა.

თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“- ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტების განსახორციელებლად სოფლებში ადგილობრივი, გამოცდილი, სანდო მეწარმეების შერჩევა უნდა მოხდეს, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ. მერმა მერის წარმომადგენლებს ამ პროცესში აქტიური ჩართულობა მოსთხოვა.

თათბირზე აღინიშნა, რომ მერია უკვე მზადაა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“- ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და შესაბამისი განკარგულების მიღების მოლოდინშია.

კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე მერიის სოციალურ პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ ამ კუთხით მერის წამრომადგენელების აქტიურობა მნიშვნელოვანია.

კობა ლურსმანაშვილი:
,,მაქსიმალურად ეცადეთ ბენეფიციარების შერჩევა მოხდეს სამართლიანად. შეიძლება ბევრმა მოქალაქემ არ იცის ამ პროგრამების არსებობის შესახებ და იჩაგრება იმიტომ, რომ არ აქვს ხელმისაწვდომობა. მერის წარმომადგენლებს გთხოვთ მოახდინეთ ასეთი ოჯახების იდენტიფიცირება , თქვენ თვითონ ეცადეთ და აღმოაჩინეთ ისეთი ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში აღნიშნული პროგრამებით არ უსარგებლიათ და თვლით რომ ნამდვილად აქვთ ამის საჭიროება.“

თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურ საკითხთა დაცვის კომისია აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს შემოსულ განცხადებებზე დროული რეაგირება ჰქონდეს.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა თითოეული სოფლის მაცხოვრებელმა თანაბრად მიიღოს.“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ნანახია: 841 - ჯერ