წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_2.jpg
25/11/2019 19:50

26 ნოემბერს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 26 ნოემბერს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს. რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
18/11/2019 13:51

საკრებულო 19 ნოემბერს რიგგარეშე სხდომას მართავს

19 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს.  სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მოისმენენ ინფორმციას, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/76732207_2611990872193520_1194447305713909760_o.jpg
18/11/2019 13:48

ბიუროს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარმოადგინა. ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია. გარდა აღნიშნული საკითხებისა სხდომაზე განხილული იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პრექტების მოწონების შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ ს თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან ზუმბაძემ წარმოადგინა მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. განხილულ იქნა საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს„სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „ აკკორდ ჯორჯია“-სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
15/11/2019 16:06

18 ნოემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 18 ნოემბერს, 11 საათზე, მორიგ სხდომას გამართავს.   სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსხურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.  ბიუროს წევრები, ასევე, ვლადიმერ გელაშვილისგან მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციას;  გარდა ამისა სხდომაზე  დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშს წარუდგენს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი; ბიურო ასევე განიხილავს შემდეგ საკითხებს: ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯია“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ: მომხს: ჯაბა ბერაძე ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე. ამავე სხდომაზე დამტკიცდება საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგები. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141_1.JPG
18/10/2019 15:28

ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

დღეს საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ ანგარიშში მერიის სამსახურებისა და ა.ა.(ი)პ-ის საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა ისაუბრა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა დეპუტატებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 3 ივლისის #50/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე. დღესვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ბიუროს წევრებს ინფორმაცია გააცნო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა. წარმოდგენილ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 ნოემბრის მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0792.JPG
18/10/2019 15:26

საკრებულომ მერიის მიერ ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა

17  ოქტომბერს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე  სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით  ცვლილების თანახმად,  მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხა  6 045 741 ლარი შეუმცირდა 18 290 ლარით და განისაზღვრა 6 027 451 ლარით. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემოსული მომართვების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში  ვალდებულებების დასაფარავად   დამატებით საჭიროა   35 000 ლარი და სათნოების სახლის სუბსიდიის  ხარჯებში კვების ხარჯების შესავსებად   4 000 ლარი. ამ უკანასკნელი ხარჯების შესავსებად სოციალური პროგრამებში მოხდეს ცვლილება ქვეპროგრამებს შორის და შესაბამისად იქნას თანხები გადატანილი. მოხსენებით ბარათში საუბარი იყო ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე. ორგანიზაციას სუბსიდირების სახით ესაჭიროება   45 710 ლარი.  აქედან 20 710 ლარი იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის,  ძველი საკანალიზაციო სალექარების განმონტაჟებისა და ახალი სალექარების მოსაწყობად  18 000 ლარი და საწვავ-საცხები მასალების შესაძენად 7 000 ლარი. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილ ცვლილებაში საუბარი ეხებოდა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილის კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   განისაზღვრა 16 770 420  ლარით, ხოლო  გადასახადები  21 459 820 ლარით.    მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა წარადგინა თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვებსა და მერიის წარმომადგენლების მიერ მათზე გაცემულ პასუხებზე. აქვე აღნიშნა, რომ ხარვეზების მიუხედავად კომისიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებას. საკრებულოს სხდომაზე ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი დაინტერესდა დასუფთავების სამსახურის მიერ მოთხოვნილ 22 ათასი ლარის ხარჯთაღრიცხვა თუ არსებიბს. შეგახსენებთ ამ თანხით იუსტიციის სახლის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება. რაზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა უპასუხა, რომ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა ა(ა)იპ-მა უკვე წარმოადგინა, რომელშიც დასაქმებული მუშა ხელის შრომითი ანაზღაურება გათვალისწინებული არაა. სხდომის დასასრულს,  წარმოდგენილ საკითხს კენჭი მუხლობრივად უყარეს. დეპუტატთა  გადაწყვეტილებით მერიის მიერ ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილება დამტკიცდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789.JPG
15/10/2019 17:13

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საიუჯეტო ცვლილება განიხილეს

15 ოქტომბერს გამართულ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხა  6 045 741 ლარი შეუმცირდა 18 290 ლარით და განისაზღვრა  6 027 451 ლარით. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემოსული მომართვების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში  ვალდებულებების დასაფარავად   დამატებით საჭიროა   35 000 ლარი და სათნოების სახლის სუბსიდიის  ხარჯებში კვების ხარჯების შესავსებად   4 000 ლარი. ამ  ხარჯების შესავსებად სოციალური პროგრამებში მოხდეს ცვლილება ქვეპროგრამებს შორის და შესაბამისად იქნას თანხები გადატანილი. მოხსენებით ბარათში საუბარი იყო ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე. ორგანიზაციას სუფსიდირების სახით ესაჭიროება   45 710 ლარი.  აქედან 20 710 ლარი იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის,  ძველი საკანალიზაციო სალექარების განმონტაჟებისა და ახალი სალექარების მოსაწყობად  18 000 ლარი და საწვავ-საცხები მასალების შესაძენად 7 000 ლარი. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილ ცვლილებაში საუბარი ესებოდა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილის კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   განისაზღვრა 16 770 420  ლარით, ხოლო  გადასახადები  21 459 820 ლარით. მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამსახურის შეფასებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც წარმოდგენილი საკითხი ადასტურებს. მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ცვლილება არაა დასაბუთებული. ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ხარჯებზე,  დაინტერესდა თუ რატომ ითხოვს სათნოების სახლის თანხის დამატებას ამ თანხით ხომ არ იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების მატება? როგორც სათნოების სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე განმარტავს, უფასო სასადილოს დაემატა სამი ბენეფიციარი და სულ 74 პიროვნებას ემსახურება. ჩიჩილიძემ ასევე აღნიშნა, რომ თანხის დამატება ფასების ზრდამაც გამოიწვია. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდას, სათნოების სახლის  დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი რამ მიმდინარე წელს არ იგეგმება. კითხვები იყო დასუფთავების სამსახურის სუბსიდირებათან დაკავშირებით, რომელსაც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ფურცელაძე პასუხობდა. ა(ა)იპ-ის დირექტორი აცხადებს,  რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები კონტეინერების დაცლა და შესაბამის ადგილზე განთავსება ხშირად ხდება და ყოველივე ეს საწვავის ხარჯს ზრდის. ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილის კაპიტალური რემონტისათვის 10 000 ლარის დახარჯვა არასწორია. იგი ამბობს, რომ ამ თანხით უმჯობესი იქნებოდა ახალი,  მაღალი გამავლობის,  ავტომობილის შეძენა. დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე;  მომხს: გივი კურტანიძე „ა(ა)ი.პ. ე.კიკნაძის სახელობის  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორის სკოლა-პანსიონში N2- შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 227 კვ.მ, ფართის სარგებლობის უფლებით, (უსასყიდლო უზურფრუქტი ფორმით ) არსებობის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერითვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ჯაბა ბერაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებიT  ამის შესახებ ცნობილი 15 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
11/10/2019 09:30

15 ოქტომბერს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

15 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლდიმერ გელაშვილი, საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს წარადგენს.  აღნიშნულ საკითხზე საკრებულო 17 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289_1.JPG
07/10/2019 16:30

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაუხურის საქმიანობა დადებითად ერთმა დეპუტატმა შეაფასა

7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. ცვლილება შეიტანეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში, სადაც მომხსენებლის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, დაემატება პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტში სამი და მეტი ტყუპისთვის ფულადი დახმარების სახით, 1 500 ლარის გაცემას გულისხმობს. დეპუტატებმა ინიციატივა მოიწონეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.                                                                                                     საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ღარიხევიდან  ბრუისის უბნის გამოყოფისა და მისთვის ამავე სახელწოდებით  სოფლის კატეგორიის მინიჭების შესახებ. როგორც მომხსენებელმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა განმარტა, თუ საკრებულო აღნიშნულ წინადადებას მოიწონებს, იგი მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნება სამთავრობო კომისიას განსახილველად. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბრუისისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას. ოთხი საკითხი წარმოადგინა სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსაურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, მათ შორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4 251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, საკითხები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მეოთხე საკითხი, რომელიც სამსახურის უფროსმა წარმოადგინა, მერიის შენობის პირველ სართულზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად,  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, 15,12 კვ.მ ფართის გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობდა. ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა. სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი, რომელიც დეპუტატებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო. საკრებულოს წევრებმა ბოლო საკითხად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის   მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს  აღნიშნული სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ გააცნო. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა შესაბამისი კომისიის დასკვნა და აღნიშნა, რომ კომისია უარყოფითად აფასებს სამსახურის საქმიანობას. კომისიის წევრებმა ძირითად მიზეზად პროექტების შეუსრულებლობა, მშენებელ კომპანიებზე გაცემული ავანსები და საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკრებლოს უმრავლესობამ სხდომა გამართა.  სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.  კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. დადებითი შეფასება აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  ინგა მაღრაძემ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ, პავლე კიკალიშვილმა, რუსუდან გიორგაძემ, ვალოდა კელენჯერიძემ და ნიკოლოზ მაღრაძემ.                                                                                        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
04/10/2019 17:23

ხარაგაულის ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

4 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ საღანძილეში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის საკითხი განიხილეს. საკითხის შესახებ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „იმერეთი ხურომ,“  მერიის დაკვეთით,  სოფელ საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად საჭირო ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. როგორც ბერაძე ამბობს ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია საბავშვო ბაღის აშენება ძველი ორსართულიანი შენობის დემონტაჟის გარეშე, ეს უკანასკნელი კი საღანძილის ადმინისტრაციული  შენობაა. ეკონომიკის სამსახურის უფროსი  განმარტავს, რომ ზემოხსენებული შენობის დემონტაჟის ღირებულება 2700 ლარია. დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15 შენობის პირველ სართულზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ) (ს/კ 36..01.33.046) 15,12 კვ.მ ფართის გადაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.   მომხს: ჯაბა ბერაძე                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.  მომხს: კახა გოლუბიანი წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ   დეპუტატები ამის შესახებ ცნობილი  7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს მორგის სხდომაზე გახდება.  
სრულად