წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
12/04/2019 15:07

15 აპრილს ბიუროს მორიგ სხდომაზე რვა საკითხს განიხილავენ  

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება  საკრებულოს აპარატისა და საკრებულოში მოქმედი კომისიების დებულებებში შესატანი ცვლილებები. სხდომაზე, ბიუროს წევრები, ასევე იმსჯელებენ დასახლების საერთო კრების დებულებაში შესატან ცვლილებებზე და საქართველოს ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრთან მემორანდუმის გასაფორმებლად, ასევე სალოტბარო სკოლის დასაარსებლად მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე. ბიუროზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მალხაზ ფხალაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი თხელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 8.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე თანამომსხ: გიორგი დონაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkmvhnm.JPG
02/04/2019 15:53

სოციალური მიმართულებით დაფინანსება 26 ათასი ლარით გაიზარდა

1 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის გახლდათ საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ. საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების  განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა. საკითხების განხილვამდე,  ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა სასწრაფო წესით მოითხოვა გარკვევა თუ სად წავიდა მერიისთვის ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი 43 ათასი ლარი.  მისი განცხადებით: „თებერვალში მხარი არ დავუჭირეთ მერიისთვის ავტომობილის შეძენის საკითხს და  ერთობლივი გადაწყვეტილებით მერიას  საკითხი უკან დავუბრუნეთ, რათა  ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი - 43 ათასი ლარი  უფრო პრიორიტეტული საკითხის მოსაგვარებლად მიმართულიყო. ავტომობილის შეძენისთვის ბიუჯეტში იყო თანხა, ახლა ეს თანხა, რომ გადმოვიტანოთ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად დახმარების პროგრამაში, რა უშლის ხელს?!. საკითხთან დაკავშირებით უკვე ერთი თვეა  წერილობით მივმართე მერიას, დღეს, გვეცნობა წერილობით, რომ თურმე საკითხს მერია ერთ თვეში განიხილავს. მოვითხოვ, დღესვე, გაირკვეს, სად წავიდა ის თანხა, რომელიც მერიისთვის ავტომობილის შეძენისთვის იყო განკუთვნილი“ - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თორნიკე ავალიშვილის პოზიცია გაიზიარეს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც და მას საკითხის დღის წესრიგში დამატებას დათანხმდნენ. სოციალური მიმართულებით დაფინასების გაზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა  მერის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ: - „ სოციალური მიმართულებით დაფინანსება აუცილებლად გაიზრდება. ერთ თვეში უფრო  თვალსაჩინო იქნება თუ რომელი მიმართულებით არის პრიორიტეტული თანხების გაზრდა, სამედიცინო-გამოკვლევებისათვის თუ ერთჯერადი დახმარებებისთვის“. საბოლოოდ, დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე სოციალურ პროგრამების დაფინანსება  26 ათასი ლარით გაიზრდებოდა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და  ერთჯერადი დახმარების ხარჯების ქვეპროგრამაში  მიიმართება. ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილება შეეხება და  საკუთარი სახსრების ნაშთიდან ბიუჯეტის ხარჯებში გადავა 27 700 ლარი. კერძოდ: 4000 ლარი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთახების რემონტისათვის; 2800 ლარი-ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას - საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის - მაღალი წნევის ტუმბოსა და მილების შესაძენად; 5300 ლარი - ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს - წაგებული სასამართლო დავის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელად; 8000 ლარი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის, ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის 7600 ლარი ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყოს მ.შ. 4000 ლარი C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია-შიდსზე და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველსაყოფად და 3600 ლარი სველი წერტილების მოსაწესრიგებლად. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში მოისმიეს და დადებითად შეაფასეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261.JPG
01/04/2019 10:52

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში მოისმინა. დეპუტატებს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა კომისიების დასკვნები წარმოადგინეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს  ექვსი თვე ჰქონდა მიცემული ვადა, რათა გამოესწორებინა ის ხარვეზები, რაც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს გამოიკვეთა, თუმცა ეს ხარვეზები დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილი არ არის. კერძოდ, დეპუტატი მუნიციპალური ქონების დაუსრულებელ ინვენტარიზაციასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის არარსებობაზე საუბრობს. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვარლამ ჭიპაშვილმა, სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე არ ეთანხმება დეპუტატის მოსაზრებას და ხაზგასმით განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში ქონების ინვენტარიზაცია დაწყებულია და ძალიან მარტივად შეუძლია ყველას მიმდინარე პროცესის ნახვა. „ეს არ არის მარტივად გასაკეთებელი პროცედურა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს, სადაც ასევე კონკრეტულადაა გაწერილი ვადები, ამიტომ ვერ დავეთანხმები, როდესაც მიზეზად  მოცემულ ვადას ასახელებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქონების აღწერა ექვს თვეში ვერ დასრულდებოდა. მთავარია, დავიწყეთ და ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. აღირიცხება და დაინიშნება ყველა მუნიციპალური ქონება“ - განმარტა ჯაბა ბერაძემ. რაც შეეხება ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმას, სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ  მუშაობა ამ მიმართულებითაც დაწყებულია. „მერია ჩართულია პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მუნიციპალიტეტებს ეხმარება გეგმის შემუშავებაში. მიმდინარეობს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათთან ერთად მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება და დასრულებისთანავე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად“ - განაცხადა ჯაბა ბერაძემ.   საკრებულოს ფრაქციის - „ძალა ერთობაშია“ წევრი, ქეთევან ზუმბაძე სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არგუმენტები და შენიშვნები, რის გამოც დეპუტატები  სამსახურის ანგარიშს უარყოფითად აფასებენ არც წლების წინ იყო გათვალისწინებული, ანუ არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, არ დაწერილა ეკონომიკური განვითარების გეგმა, მაგრამ მაშინ, რატომღაც იგივე დეპუტატები დადებითად აფასებდნენ აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს შეფასება პიროვნული დამოკიდებულებებითაა გამოწვეული.  დადებითად აფასებს სამსახურის ანგარიშს პარტია  „შენების მოძრაობის“ დეპუტატი, მიხეილ ჭიპაშვილიც და ამბობს, რომ მათ უნდა მიეცეთ დრო, რათა დაწყებული საქმეები დაასრულონ. როგორც დეპუტატი განმარტავს, თუ წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ეს პროცედურა კიდევ არ იქნება დაწყებული დასრულებული მაშინ უფრო კრიტიკული იქნება.   ასევე, დადებითად შეაფასეს ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. პარტიის წევრი კაკო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ შენიშვნები, რაც წინა ანგარიშზე გამოითქვა გამოსწორებულია, მუშაობა დაწყებულია და ამას დანახვა უნდა. ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე, უკმაყოფილოა მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსხურის საქმიანობით და მიიჩნევს რომ მეტი მუშაობაა საჭირო.  „რა შენიშვნებიც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს მივეცით, არ არის გათვალისწინებული. მათ ქონდათ დრო, თუმცა ვერ გამოასწორეს. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  შევცდი, როცა წინა მოსმენისას სამსახურის საქმიანობა დადებითად შევაფასე“- განაცხადა პაატა გოგოლაძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში უარყოფითად შეაფასა.  საბოლოოდ სხდომაზე მყოფი 29 დეპუტატიდან მერიის ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა - 6-მა, უარყოფითად - 19-მა, ხოლო თავი შეიკავა 4 -მა დეპუტატმა. დადებითად შეაფასა რუსუდან გიორგაძემ, ქეთევან ზუმბაძემ, ნიკოლოზ მაღრაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, დავით მაღლაფერიძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა.   თავი შეიკავა ნონა ზურაბიანმა, თორნიკე ავალიშვილმა და თემურ ფცქიალაძემ. უარყოფითად შეაფასა მანანა ბარბაქაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, პაატა გოგოლაძემ, ოთარ ლურსმანაშვილმა, კაკო ლურსმანაშვილმა, შალვა ლურსმანაშვილმა, გივი თხელიძემ, დავით კიკნაძემ, მარინე ხვედელიძემ, ია პაქსაშვილმა, ეკა შველიძემ, ბესო ტალახაძემ, დოდო ხაჩიძემ, ლადო ტალახაძემ, ზურაბ ხაჩიძემ, ლენა აბაშიძემ, ირაკლი ფერაძემ, იულონ კოპაძემ და მალხაზ ფხალაძემ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
29/03/2019 14:47

1 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

1 აპრილს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: დავით დევდარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ. მომხს:  არჩილ მაღრაძე 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0010.JPG
28/03/2019 11:00

ბიურომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტები განიხილა

28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის, დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. როგორც სხდომაზე არჩილ მაღრაძემ აღნიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და მ პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 860 000 ლარი გამოეყო.  78 სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით 192 პროექტი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.“ გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შერჩეული პროექტების ჩამონათვალს. აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 1 აპრილის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2019 17:13

28 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ, 28 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042.JPG
21/03/2019 10:39

საკრებულომ სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად პროექტები მოიწონა

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, სამ საკითხზე იმსჯელეს. დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. საკრებულოს წევრებს მოსაწონებლად ის პროექტები წარედგინათ, რომლებიც თანხის გამოყოფის შემთხვევაში განხორციელდება. 1. სოფელ ბორითში ანგარის უბნის ხიდის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 90 000 ლარი; სოფელ ღორეშაში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 60 000 ლარი; სოფელ ლეღვანში სახიდე გადასასვლელის და გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი; სოფელ ვარძიაში სახიდე გადასასვლელი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი; სოფელ ვანში მდინარისაგან გზის დამცავი კონსტრუქციის მშენებლობა - 50 000 ლარი. საკრებულოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
20/03/2019 15:57

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი სამი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს სტიქიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოწონების შესახებ; მომხსენებელი: თემურ თაბუკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N5/43 განკარგულებაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი; ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე აღნიშნული საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 20 მარტის სხდომაზე განიხილა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0056.JPG
18/03/2019 15:14

ბიურომ მერიის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინა

18 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში განიხილეს. საკითხი ბიუროს წევრებს სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში წარიმართა. დეპუტატ, ქეთევან ზუმბაძის განმარტებით ხარაგაულში არ არის ადგილი, სადაც  ახალგაზრდები სპორტულ ღონისძიებას გამართავენ, ვინაიდან სტადიონი, რომელიც მსგავსი ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. დეპუტატი ყოფილი სპორტული მოედნის  ღია ბადეებით დაინტერესდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახსნენს და  საბავშვო ბაღების შემოსაღობად გამოიყენეს. ჯაბა ბერაძის განმარტებით, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია რა რაოდენობის მავთულის ბადეები დასაწყობდა, ან ვისი ბრძანებით გადაეცა ის საბავშვო ბაღებს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, აღნიშნავს, რომ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა ამ დრომდე ვერ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია და ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია. მისივე განცხადებით სამსახურმა ასევე, საკრებულოს დღემდე ვერ წარუდგინა მუნიციპალიტეტის განვითარების ეკონომიკური გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული.    ქონების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის პროცესი დაწყებულია, მხოლოდ, პირველ რიგში, ეს პროცესი ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში მიმდინარეობს. ჯაბა ბერაძე აღნიშნავს, რომ ამისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად ახდენს ქონების აღწერას და დანიშვნას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმას ჯაბა ბერაძემ ხაზგასმით განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი 2019 წლის დასაწყისიდან ჩაერთო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", რომლის ფარგლებშიც უნდა შემუშავდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა.  ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურმა გარკვეული მონახაზი უკვე შეიმუშავა და, ვფიქრობთ სექტემბრის თვეში წარვუდგენთ საკრებულოს დასამტკიცებლად. სხდომაზე ბიუროს წევრებმა მეორე საკითხად განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, დავით დევდარიანმა წარადგინა. დავით დევდარიანის ინფორმაციით 2018 წელს სახელმწიფო გეგმა-დავალებით  ხარაგაულიდან განსაზღვრული იყო 45 წვევამდელის ჩარიცხვა საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო დანაყოფებში, სადაც ხარაგაულიდან 52 წვევამდელი ჩაირიცხა. სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს კომისიები განიხილავენ და 1 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
14/03/2019 12:10

ბიუროს სხდომა გაიმართება

18 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხსენებელი: დავით დევდარიანი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
სრულად