წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/89706474_2854974487895156_3615478885379997696_o.jpg

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 9 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა.

საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სოფელ ზვარეში მდებარე 87კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვას იჯარის ფორმით გადაცემას. 
აღნიშნული ადგილი დათვალიერებული იქნა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების, მართვისა და ინფრასტრუქტურული კომისიის მიერ. ჩინურ კომპანიას აღნიშნულ ფართზე განთავსებული აქვს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომელიც დაცულია და გატარებულია უსაფრთხოების ზომები, აღნიშნული მოსახლეობისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, შესაბამისად მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის ფუნქციონირების.

საკრებულომ სხდომაზე მოიწონა 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ ასევე, წარმოადგინა საკითხი საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი " დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის" ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ. 

 საკრებულოს სხდომის შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ, დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩატარებული სადეზინფექციო ღონისძიებების შესახებ.

ნანახია: 4378 - ჯერ