საკრებულომ იურიდიული კომისიის ანგარიში დადებითად შეაფასა
1 მარტს გამართულ ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
სხდომის მიმდინარეობას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი მერის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძემ წარადგინა.
ინგა ბერაძემ სხდომის მონაწილეებს სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულების ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, რომლიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას.
ინგა ბერაძემ ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება, კერძოდ 9 მარტს ჩატარდება „მშობლების მარში“, და ასევე სკოლის მოსწავლეების ჩართულობით- ესეების კონკურსი- „მომისმინე“.
სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სამართლებრივ აქტებზე, რომლის შემუშავებაში გუნდთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა.
„კომისია თავისი უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და კომისიის დებულების“ შესაბამისად. კომისია სხდომებზე განიხილავს სამოქმედო გეგმას და საკრებულოს მუშაობის პროცესში წარმოშობილ დამატებით საკითხებს. შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს საკრებულოში
პროცედურული ნორმების დაცვას. ასევე პასუხისმგებლობელია საკრებულოს სამართებრივი აქტების კანონშესაბამისობაზე"- აღნიშნა ოთარ ლურსმანაშვილმა.
დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საკრებულოს წევრის საქმიანობა დადებითად შეფასდა.
სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რაც ძირითადად ა(ა)იპ-ებში საკადრო პოლიტიკას შეეხებოდა. კერძოდ, რის საფუძველზე მოხდა ზოგიერთ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა, რაზეც მერის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ ა(ა)იპ -ში თანამშრომლის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი და ისაა პასუხისმგებელი მიღებულ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ გეტყვით, რომ, დღეს, ჩვენი ხელისუფლება დასაქმების საკითხებს პოლიტიკური ნიშნით არ წყვეტს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. მერია არ ერევევა ა(ა)იპ-ების შიდა საკადრო პოლიტიკაში - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.
სრულად