სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/349009699_1562221670969074_4105839285540036463_n.jpg

ირინე ჩხეიძემ საკრებულოს კულტურის სამსახურის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

დღეს მერიის  კულტურის,  განათლების , სპორტის და  ახალგაზრდობის  სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში  წარუდგინა.

ანგარიშში ირინე ჩხეიძემ 2022 წლის მაისიდან დღემდე კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ აქტივობებზე ისაუბრა.

საკრებულომ კულტურის,  განათლების , სპორტის და  ახალგაზრდობის  სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის მიერ წარგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.

გთავაზობთ ანგარიშის სრულ ვერსიას.

წარმოგიდგენთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,

სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ანგარიშს 2022 წლის მაისიდან დღემდე. 

გასული წელი, პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, განსაკუთრებით  დატვირთული იყო  სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული და სპორტული  ღონისძიებებით. 

  უკვე მრავალი წელია  მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით ხდება ახალგაზრდების ინიციატივების დაფინანსება . ივნისში ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ფასანაურში გამართულ ჯომარდობაში.. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები.  გასულ წელს,აგვისტოში, სვანეთში,  ფარის ინოვაციური ცენტრის მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში , მერიის დაფინანსებით  მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა. 5 დეკემბერს  თბილისში გაიმართა პროექტ ,,ჰელფინგ-ჰენდში’ მონაწილე ბავშვებთან შეხვედრა და დაჯილდოვება.ამ პროექტში ჩვენი ხელშეწყობით, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა.  წელს, 4 მაისს ასევე მერიის ხელშეწყობით,  ხარაგაულის   მე-3 საჯარო სკოლის და მარელისის სკოლის  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელიც გაიმართა ქალაქ ზუგდიდში.

    რამოდენიმე წელია უკვე ახალგაზრდების ინიციატივით ტარდება სოფლებში ჩემპიონატი დოღში.  აღსანიშნავია ახალგაზრდების დაინტერესება დოღით და მათი მიღწევები. მაგალითად, ზვარეში მცხოვრებმა მერაბ თიკანაშვილმა   რაჭაში, ნიკორწმინდაში გამართულ ,,დიდი თასის გათამაშებაში“  პირველი ადგილი დაიკავა.  ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს მერია. წლებია უკვე აღნიშნული მიმართულებით ფინანსდება სხვადასხვა სოფლებში გამართული შეჯიბრებები.  26 მაისს და  28  აგვისტოს ჩატარდა ვახანში ტრადიციული დოღი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სექტემბრის თვეში დოღი გაიმართა სოფელ ხიდარში. ასევე დოღი ივნისი თვეში ჩატარდა  სოფელ ზვარეში. დოღში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.

      ქუთაისში ტრადიციულ ,,იმერეთის თეატრალური“ ფესტივალში   ყოველწლიურად წარმატებით  მონაწილეობს ხარაგაულის თეატრი.  გასულ წელს ფესტივალი გაიმართა განსხვავებული ფორმატით. ჩვენმა თეატრმა საპრემიერო ჩვენება ფესტივალის ფარგლებში გამართა  ადგილზე. სპექტაკლს ესწრებოდნენ ჟიურის წევრები და სტუმრები. ნაჩვენები იქნა ნინო მირზიაშვილის კომედია ,,მაცეკვე ტანგო.“ თეატრი დაჯილდოვდა ორ მთავარ ნომინაციაში. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლებისათვის ოთხჯერ ითამაშა . დეკემბრის თვეში კი, ტრადიციულად ჩვენება გაიმართა თბილისში .  

       გასულ წელს  ხარაგაულელი 79  პირველკლასელთათვის  შეძენილი იქნა სასკოლო მზაობის საოჯახო წიგნი-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“. აღნიშნული წიგნები საჩუქრად გადაეცათ ბავშვებს.

  23 ივნისს აღინიშნა მსოფლიო ოლიმპიზმის დღე. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობა მიიღო 55 ბავშვმა. 

   28 ივნისს  ჩატარდა სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში სოფელ ბორითში. მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ოთხმა გუნდმა. 

 

5 ივლისს ჩვენი სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა,, მხიარული სტარტები ‘’ორგანიზაციებს შორის.  

16 ივლისს სოფელ ბორითში  ჩატარდა მახარე ბარბაქაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში.

ივლისის ბოლოს  ბათუმში გამართულ ,,შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან მოქმედმა ანსამბლებმა.

 

ივლისის თვეში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით  მოწყობილ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისათვის შევიძინეთ მაისურები და გადავეცით ახალგაზრდებს საჩუქრად. 

ოქტომბრის თვეში აღინიშნა პედაგოგთ საერთაშორისო დღე.  მოეწყო პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა და შემოქმედებითი კონცერტი.  ყველა სკოლას გადაეცა სიმბოლური საჩუქრები. 

20 ოქტომბეს სოფელ ბორითში გაიმართა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი მოყვარულებს შორის.ასევე  ოქტომბერში  ტრადიციულად  ევროპის სპორტის კვირეულიის ფარგლებში  გაიმართა  სპორტული ღონისძიებები. 

26 ოქტომბერს  მოეწყო  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პედაგოგების შემოქმედებითი საღამო. მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. 

     2022 წლის   მაისიდან  დაიწყო  ,,მხიარულ სტარტები“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის. ტურნირი ჩატარდა  ზონალურად: კიცხის, ვერტყვიჭალის, მარელისის და დაბის ზონებზე. ფინალური შეხვედრა გაიმართა ხარაგაულის სპორტდარბაზში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ მაისურებით და სპეციალური პრიზებით.

    აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 2013 წლიდან და ჩართულია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლა.  ,,მხიარული სტარტები“ ტარდება არა მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის , არამედ ახალგაზრდებში და სხვადასხვა მოყვარულთა  ჯგუფებში.

   გასულ წელს მონაწილეობა მივიღეთ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში. ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი ფოლკლორის დარგში, რომელიც ხუთ წელიწადში ტარდება და მოიცავს ფოლკლორის ყველა დარგს.ფესტივალი იმართება სამ ეტაპად. პირველი ტური გაიმართა თერჯოლაში 30 ივნისს. ფესტივალსი მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურმა მთქმელებმა და ხალხური რეწვის ოსტატებმა. მეორე ტური გაიმართა ქუთაისში.   გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

  ნოემბრის თვეში ქუთაისში ტრადიციულად გაიმართა ნიღბების თეატრის სპექტაკლი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. სპექტაკლს  ესწრებოდნენ ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები. 

   2022-2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განახლდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. მონაწილეობა მიიღო 16-მა საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლემ სპორტის 8 სახეობაში. გამარჯვებული გუნდები გადავიდნენ რეგიონალურ ტურნირში. 

15 დეკემბერს  ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა  ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის ,,მშვიდობის მტრედების“ საიუბილეო კონცერტი.

  • დეკემბრიდან დაიწყო საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში. ღონისძიებები გაიმართა კულტურის მიმართულების  ყველა ორგანიზაციაში. 

20-30 დეკემბერს გაიმართა საახალწლო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

20-27 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო კარნავალი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ზონალურად.

  • დეკემბერს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ბავშვებისათვის პროექტი ,,ჩემი პატარა ხელებით“.
  • დეკემბერს სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი.
  • დეკემბერს თბილისში გაიმართა სახალხო თეატრის სპექტაკლი.

25 დეკემბერს მერიის შენობის წინ გაიმართა მთავარი საახალწლო კონცერტი.გაიმართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. კონცერტები მოეწყო როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალებით, ასევე მოწვეული  იყო ჯგუფი  ,, რეზო და ბავშვები“.ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.

  • დეკემბერს გაიმართა ბენდი ,,გრავეს“ საახალწლო კონცერტი.
  • დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი.

27 მარტს მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით აღინიშნა თეატრის საერთაშორისო დღე.

დაჯილდოვდნენ თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები. ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“.ჩვენებას დაესწრნენ  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.

მარტის თვეში მოეწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტის თადული გაჩეჩილაძის იუბილე და გაცილების საღამო. 

14 აპრილს ქართული ენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელშიდაც მონაწილეობდნენ დაბის დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

   მარტიდან განახლდა და კვლავ მიმდინარეობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები. აღნიშნული პროექტი ფინანსდება მუნიციპალიტეტის მერიიდან. მონაწილეებისათვის შეძენილია ფორმები და უზრუნველყოფილია მონაწილე გუნდების ტრანსპორტირება. 

  მოსწავლე-ახალგაზრდობისსახლი

   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის წრეები: ხალხური სიმღერის წრე (ლეღვანი), საესტრადო სიმღერის, ლიტერატურული თეატრი, ხეზე კვეთის (მარელისი), გალობის, ხელგარჯილობის, მხარეთმცოდნეობის, ნორჩ-მათემატიკოსთა, ხატვის, მაკრამის, ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, ხალხური საკრავები . სულ 13დასახელების წრე. გარდა ამისა, მოსწავლეთა სახლში ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ დაბასა და სოფ. ვერტყვიჭალაში.ბავშვებისთვის ყველა წრე უფასოა გარდა მუსიკალური სტუდიისაა, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით ფინანსდება, ნაწილი კი მშობელთა შემონატანით. (სოციალურად დაუცველი ოჯახები გათავისუფლებული არიან სწავლის გადასახადიდან).

   მოსწავლეთა რაოდენობა სახელობითი სიით შეადგენს 220 ბავშვს, ისინი გაერთიანებული არიან წრეებში თავიანთი შესაძლებლობის მიხედვით, ზოგიერთი ბავშვი 2-3 წრეშია გაერთიანებული.

ძალიან კარგია, რომ წრეებში ჩაბმულნი არიან როგორც დაბის ასევე სოფლის მოსწავლეები.კერძოდ; კიცხის, მარელისის, ლეღვნის ბორითის, ვერტყიჭალის, წიფის სკოლებიდან.

   მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა სახლში მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება. წელს ზაფხული საინტერესოდ იქნა დატვირთული. მოეწყო საზაფხულო ბანაკი . მოსწავლეთა სახლმა  ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლა თბილისის ,, პიონერფილმს’. კინო ქალაქ ,,სინემასთან“ ყოველი დღე იყო საინტერესოდ დატვითული. 

    დაიწყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. გამოიცვალა შენობაში შესასვლელი კიბე,დამონტაჟდა გაგრილების სისტემა დარბაზში, შეიცავლა ფანჯრები . გაკეთდა ცენტრალური გათბობა.

საანგარიშო პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა 20-ზე მეტი ღონისძიება:

გასვლითი კონცერტები სოფლებში, ფოტო კონკურსები, საინტერესო შეხვედრები, ლაშქრობები, გამოფენები, ღია გაკვეთილები, კლასიკური მუსიკის კონცერტი და სხვა.

 

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

   ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმი, მასში დაცული მხარის ისტორიული და არქეოლოგიური უნიკალური მასალით,ნამდვილად გახლავთ ხარაგაულის სავიზიტო ბარათი. დღეს,როცა  დიდი აქცენტები კეთდება ახალგაზრდების  შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი და მნიშვნელობა.

 

        საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ხელოვნების ქურუმის, ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელის, მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით  კვლავ გრძელდება მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული ფერწერული ტილოების დამუშავება და საგამოფენოდ მომზადება, რამაც  დღემდე 295 ერთეული შეადგინა.  ივლისის თვეში გალერეას შეემატა ცამეტი ნამუშევარი.

გასული წლის 18 მაისს მუზეუმში მოეწყო ეროვნული სამოსის დღე. აგრეთვე აღინიშნა ევროპული კვირეულის დღეები.

წლების განმავლობაში მუზეუმში ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ტრადიციად იქცა. ასეთებია:

 

  1. მუზეუმების საერთაშორისო კვირეული
  2. ფოტოგამოფენები
  3. მოხატული კერამიკა, პატარა არქეოლოგები, მე ვხატავ ანიმაციას, ჩემი პარატარა ხელებით...
  4. ევროპული მემკვიდრეობის დღეები ამჟამად მუზეუმში გროვდება მასალები ხარაგაულში მოღვაწე ადამიანებზე, სხვადასხვა დარგის ისტორიაზე ., მიმდინარეობს ინტეგრირებული გაკვეთილები სკოლებთან. 

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებების მოსაწყობა.

 

   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა()იპსპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი

 სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ფუნქციონირებს 13 სპორტული მიმართულება. სხვადასხვა  სპორტული  სექციები გახსნილია 7 სოფელში.

 ძირითადად სექციების მუშაობა მიმდინარეობს სკოლის დარბაზებში.

ტრადიციულად ტარდება შემდეგი ტურნირები:

  1. თამაზ გიორგაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
  2. ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში (სარაიონთაშორისო).
  3. ქართული ჭიდაობა და დოღი ვახანში.
  4. ტარიელ შავიძის ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში.
  5. ალეკო ავალიშვილის და შოთა ჭიპაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
  6. ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ფეხბურთში.
  7. გოჩა ბუაჩიძის ტურნირი კალათბურთში.

გარდა აღნიშნული ტურნირებისა წლის განმავლობაში ტარდება მრავალი სპორტული შეხვედრა  და ასპარეზობა , როგორც ადგილზე ასევე გასვლითი ტურნირები, სადაც აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდები.

    საამაყოა  ჩვენი სპორტსმენების  ევსემ შველიძის და ზაურ ბერაძის მიღწევები სხვადასხვა ტურნირებში.ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები და წარმატებით იცავენ საქართველოს სახელს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში. 

    ამჯამად საქართველოს ნაკრების წევრია ჩვენი თანამემულე, ჩვენ სპორტსკოლაში აღზრდილი ნინო ჭყოიძე, რომელიც ასპარეზობს ჭიდაობა-ძიუდოში  და ველოდებით მისგან წარმატებებს.

   გასულ  წელს, აგვისტოს თვეში,   ხარაგაულელი ახალგაზრდებისათვის სოფელ ლეღვანში  მოეწყო საზაფხულო ბანაკი  სამ ნაკადად. მოეწყო ლაშქრობები ახალგაზრდების მონაწილეობით ხარაგაულის ისტორიულ ადგილებზე. 

  დეკემბერში ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით  ადგილობრივმა ხალხური რეწვის ოსტატებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში გამართულ საახალწლო გამოფენაში. 

 

   ზაფხული დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით. ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი მოყვარულებს შორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქუჩის კალათბურთი, ტურნირი ფრენბურთში. 

     2022 წლის სექტემბერში მოეწყო ტრადიციული  შეხვედრა პირველკურსელებთან მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

ასევე ჩატარდა ხატვის კონსკურსი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.

 

 

                          ა()იპ,,კულტურის და ხელოვნების ცენტრი

  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკაში მთელი წლის განმავლობაში , ტარდება არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები: პროექტი ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“, ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში“, ,,შევინარჩუნოთ სიძველეები“ და ა.შ.

    ყოველი წლის გაზაფხულზე ტრადიციულად ტარდება  საბიბლიოთეკო კვირეული, რომელშიაც ჩართულია   მთელი გაერთიანება. წინა წელსაც  საბიბლიოთეკო კვირეული მოიცავდა  მრავალ საინტერესო ღონისძიებას. კვირეულის ფარგლებში გაიმართა საბავშვო ბიბლიოთეკაში შეხვედრა საბავშვო მწერალ ვასო გულეურთან . კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გახლდათ ხარაგაულელი პოეტის ვალერი გოგნაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია.

  

  2022 წლის  მაისში  ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის თეატრის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა  სამხატვრო  პლენერი ,,გამა“. დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა ხარაგაულის კულტურის ცენტრში და მასში მხატვრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საოპერო ხელოვნების წარმომადგენლებმა. მონაწილე მხატვრებს ხარაგაულის მერიისაგან  გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები. მხატვრებმა პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები  

     ზაფხული დატვირთული იყო მრავალი საინტერესო  ღონისძიებით. ჩატარდა ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“, თოჯინების თეატრი, კონცერტი ანსამბლ ,,შილდას“ მონაწილეობით, მხიარულთა  და საზრიანთა კონკურსის  სამი თაობის ხარაგაულელებს შორის ,     ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა პოეტ ტარიელ ხალხელაურის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი.აღნიშნული სპექტაკლი თეატრმა ნოემბრის ბოლოს გამართა თბილისში.

       19 სექტემბერს დაიწყო ინტელექტუალური თამაში ,,რა ,სად, როდის“ შემოდგომის სეზონი.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 16 ნოემბერს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  და ხარაგაულის რესურცენტრის ორგანიზებით საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა  ინტელექტუალური თამაში ,,რა , სად, როდის“. მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლამ . 

27 სექტემბერს, სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“. გამოვლინდა ათი საუკეთესო ნამუშევარი. გამოიცა კრებული.  მოხდა გამარჯვებულების დაჯილდოვება.

22 ოქტომბერს ზესტაფონში გაიმართა ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი ,,სულიკო 2022“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,ხარაგაულის ხმები’’( ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და პირველი ადგილი მოიპოვა. ფესტივალში ასევე მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა“, რომელმაც ჟიურის და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

27 ოქტომბერს შედგა ხარაგაულის თოჯინების  თეატრის  სპექტაკლის ,, იისფერას“  პრემიერა.სპექტაკლი ორჯერ გაიმართა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

     წელს ხარაგაულის თეატრმა აღნიშნა დიდი ქართველი მწერლის და დრამატურგის  დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილე. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“. ასევე აღნიშნული სპექტაკლი გაიმართა  ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრში.

       აქტიური მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ფესტივალში. მონაწილეობდნენ ,როგორც ადგილობრივი  შემოქმედებითი ჯგუფები ,ასევე  რეწვის ოსტატები და ზეპირსიტყვიერების წარმომადგენლები.  გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა“, სახალხო მთქმელი-ვიტალი ფცქიალაძე, მეთუნე-ზალიკო ბოჟაძე.

3 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში  გაიმართა  ქართული საგალობლების საღამო.

    დეკემბრის დასაწყისში წელს პირველად  გაიმართა ,,ხარაგაულობის’’ სახალხო  დღესასწაული. ღონისძიებაში ჩართული იყო კულტურული მიმართულების ყველა  დაწესებულება. გაიმართა საზეიმო კონცერტი, გაიხსნა რეაბილიტირებული ,,დევების“ ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი,  გაიხსნა გამოჩენილი ქართველი მწერლის და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, გაიმართა თეატრალიზებული პერფომასი, მოეწყო ხარაგაულზე შექმნილი წიგნების  და ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა. 

     გასულ წელს პირველად ხარაგაულის გუნდმა ,,ჭირიმე“ მონაწილეობა მიიღებო ,,მან-სან- კანის“ ეროვნულ ლიგაში  და პირველი ადგილი  მოიპოვა. გუნდის წევრი ბექა ხიჯაკაძე სეზონის მთავარ მოთამაშედ დასახელდა. გუნდმა წელსაც გააგრძელა ასპარეზობა. წარმატებით გადალახა ორი ეტაპი და იასპარეზებს ფინალში.

   კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით  5 აპრილს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება „ახალგაზრდული ფესტივალი“.

ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სამუსიკო სკოლა და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო.

 

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა

ხარაგაულში სამუსიკო განათლებას ემსახურება ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა.სამუსიკო სკოლაში მუშაობა მიმდინარეობს 4 მიმართულებით:

  1. ფორტეპიანო
  2. ვიოლინო
  3. გიტარა
  4. საესტრადო ვოკალი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა კონკურსებში .

წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში. გასულ წელს  სამუსიკო სკოლამ შემოგვთავაზა არაერთი საინტერესო ღონისძიება.

ივნისის თვეში,სწავლის  დასასრულს სამუსიკო  სკოლასთან არსებულმა ვოკალურ - ინსტრუმრენტულმა ანსამბლმა  ,,გრავემ“გამართა კონცერტი.  ოქტომბერში გოგონათა გუნდი ,,ედელვაისი“ მონაწილეობდა  საგუნდო სიმღერების კონკურსში თბილისა და ბათუმში.

საახალწლოდ  ჩატარდა კონცერტები საფორტებიანო კლასის და ანსამბლ  ,,გრავეს „ მონაწილეო ბით.

 

გაზაფხულის დღესასწაულებთან, დედისა და ქალთა დღესთან  დაკავშირებით ჩატარდა კონცერტები.

აპრილში სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა   მონაწილეობა მიიღეს  ქართული მუსიკი მე-7 ეროვნულ კონკურსში. მონაწილეები დაჯილდობდნენ დიპლომებით.აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში გამართულ  თეორიულ კონფერენციაში . აპრილის  დასაწყისში მონაწილეობა მიიღეს  კონკურსში ,,მომავლის  ვარსკვლავები“. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა  ფესტივალისათვის ,,იმერეთის ხმა“. ფესტივალი გაიმართება 16 მაისს.

 

 

 

 

ნანახია: 515 - ჯერ