კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C.jpg

ხარაგაულში ბენდმა "გრავემ" კონცერტი გამართა

შემოდგომის პირველი დღე ხარაგაულში 

პირველ სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა "გრავემ", ლალი ალექსიძის ხელმძღვანელობით, კონცერტი გამართა.

საღამო სწორედ ისეთი იყო, რომ კონცერტზე მყოფ ადამიანებს მთელი კვირა გაჰყვებათ ის ემოცია და პოზიტიური განწყობა, რაც მათ სხვადასხვა შემსრულებლის მოსმენით მიიღეს. 

ბენდმა მსენელს განახლებული რეპერტუარი შესთავაზა.

კონცერტზე ბენდთან ერთად, გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე კვირიკაშვილი, ნიცა ზუმბაძე, მარიამ მანჯავიძე. მუსიკალურ კომპოზიციებს, სპეციალური მოწვევით ვიოლიონოთი აფორმებდნენ ნინო სანოძე და ანა მაჭავარიანი. 

ხარაგაულის მერია, ხელს უწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.

ჩვენ იმედს გამოთქვამთ როგორი განწყობითაც შევხვდით შემოდგომას ასევე დატვირთული, ხალისიანი და ლამაზი იქნებ ის ხარაგაულელებისთვის.

ნანახია: 97 - ჯერ