საკრებულოს კომისიები


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია ფუნქციონირებს

 

ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია
კომისიის თავმჯდომარე - ბესიკ კვირიკაშვილი
დაასრულა დაბის N1 საჯარო სკოლა.
სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის
ინსტიტუტში განაგრძო, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია.
წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში საკმაოდ საპასუხისმგებლო
თანამდებობები ეკავა.
1997-2004წ.წ. იყო მიწის მართვის ხარაგაულის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2004-2020წ.წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სამსახურის
უფროსი.
2020 წლიდან 2021 წლამდე ა(ა) იპ ,,დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურს“
ხელმძღვანელობდა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარედ. გახლავთ დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია
კომისიის თავმჯდომარე - შმაგი ხიჯაკაძე
განათლება კემეროვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო.
პროფესიით ქირურგია.
სხვადასხვა დროს ქირურგად მუშაობდა რუსეთის ქალაქებში ტისულსა და
კემეროვაში. 2015 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა ხარაგაულის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შმაგი ხიჯაკაძე
არჩეულ იქნა ხარაგაულის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარედ. იგი ამავდროულად გახლავთ ვარძია - წყალაფორეთი - ხიდარის
მაჟორიტარი დეპუტატი.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია
კომისიის თავმჯდომარე - პავლე კიკალიშვილი
ტელ: 599 42 59 31

1986 წელს აირჩიეს სარგვეშის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ.
??? წელს დაინიშნა ხარაგაულის სატყეო მეურნეობის დირექტორად.
??? წელს იყო ხარაგაულის საკრებულოს პირველი მოწვევის დეპუტატი.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაშის მაჟორიტარ
დეპუტატად აირჩიეს, ამასთანავე გახლდათ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ, ამასთანავე არის
ლაშის - ბაზალეთის-სარგვეშის და ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატი.

იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია
კომისიის თავმჯდომარე - ოთარ ლურსმანაშვილი
ტელ: 577 28 48 41
ელექტრონული ფოსტა: otarlursmanashvili@yahoo.com
ბიოგრაფია
დაიბადა 1991 წლის 17 დეკემბერს.
2009 წელს დაამთავრა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის
ფაკულტეტი.
2014-2015 წელს გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2016 წელს მუშაობდა ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულებისა და ინფორმირების მუნიციპალურ
ცენტრში“.
2017 წელს დაინიშნა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟრიტარი დეპუტატის ბიუროს
ხელმძღვანელად.

2017 წელს პროპორციული სიით გავიდა საკრებულოს წევრად და აირჩიეს იურიდიული,
სამანდანტო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პროპორციული
სიით გავიდა საკრებულოს წევრად და არჩეულ იქნა იურიდიული, სამანდანტო,
საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.

განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია
კომისიის თავმჯდომარე - მარინა ხვედელიძე
პროფესიით ფილოლოგია, არის დაბის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი.
სხვადასხვა დროს ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
2008 -2012 წ.წ. გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მოლითის
საჯარო სკოლასა და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
გიმნაზიაში.
2014 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე იკავებდა დაბის მე-3 საჯარო სკოლის
დირექტორის პოსტს.
2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა ხარაგაულის
საკრებულოს წევრი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
პროპორციული სიით.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა
განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ.

ნანახია: 0 - ჯერ