საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202025-09-10%20164601_1.png
21/04/2026

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზონა 36) მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერისა და მონაცემების დამუშავების შედეგად მომზადებული საკადასტრო რუკები და შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონის — „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ — მოთხოვნების შესაბამისად და მიზნად ისახავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებების მოწესრიგებასა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას. საჯარო რეესტრის მიერ უკვე შესრულებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი და აზომვითი სამუშაოები, რის საფუძველზეც მომზადდა: მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები; მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მონაცემები; სარეგისტრაციო ბლოკების გეგმები; შესაბამისი ნუსხები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბორითის, ლაშეს, ხუნევის, ფარცხნალისა და კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ შენობებში. რას ნიშნავს ეს მოქალაქეებისთვის? თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფლობთ მიწის ნაკვეთს, გაქვთ უფლება საჯაროდ გამოქვეყნებული საკადასტრო მონაცემები გადაამოწმოთ. კანონის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ერთჯერადად მიმართონ საჯარო რეესტრს და მოითხოვონ კონკრეტული მონაცემების გადამოწმება, თუ მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია არასწორია ან საჭიროებს დაზუსტებას.   მნიშვნელოვანია, რომ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია განხორციელდება გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურა. მოქალაქეებს ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ: საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში; იუსტიციის სახლებში; საჯარო რეესტრის ფილიალებში    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_50.png
20/04/2026

4 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 04 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაცია მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად