სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fermeri.jpg
28/03/2024 11:00

მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას  საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა  ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი პროგრამით  დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  მაღალმთიან დასახელებებში  მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ღირებულების 70%,  თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც  შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება. აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა,   რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი  მოსავლის ამღები თანამედროვე  ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს,  გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა  განისაზღვრა  ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით.  პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით  ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული,  440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია  შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4687.JPG
27/03/2024 18:28

ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი გაიმართა

ხარაგაულის თეატრი, უკვე ტრადიციულად, თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს, მუნიციპალიტეტის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის  სპექტაკლს მართავს. დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში“  ითამაშა. სპექტაკლზე დასწრება IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი გახლდათ. ირინე ჩხეიძე (თეატრის რეჟისორი) ,,დიდი მადლობა სიყვარულისთვის ახალგაზრდებს , უკვე მესამე წელია ხარაგაულის თეატრი აღნიშნავს თეატრის საერთოროსი დღეს და უფროსკლასელებითვის თამაშობს სპექტაკლს“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_23.png
27/03/2024 17:13

1 აპრილს საკრებულოს სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ჰამლეტი ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალურ ი დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე 6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი 7, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-1_2.jpg
27/03/2024 09:29

გაეცანით ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს

ხარაგაულის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გვსურს გაცნობოთ, რომ 2024 წლის 22 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ დამატებითი განცხადება. სგშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4   დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).   საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი   შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1482407565_vakansia.png
26/03/2024 16:56

ხარაგაულის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე შიდა და დახურული კონკურსი ცხადდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე შიდა და დახურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე ცხადდება.   1.ადმინისტრაციული სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე - 2.სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში. 3.ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში. 4.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში. 5.ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური, ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში.   ვაკანსიები გამოქვეყნებულია hr.gov.ge - ზე. 03/26/2024  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3733.JPG
25/03/2024 18:09

27 მარტს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ხარაგაულის თეატრი უკვე ტრადიციულად ამ დღეს  მუნიციპალიტეტის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის  სპექტაკლს გამართავს. სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში“  27 მარტს, ოთხშაბათს, ?? საათზე გაიმართება. სპექტაკლზე დასწრება IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_22.png
25/03/2024 11:55

27 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_2_2_2.png
20/03/2024 13:30

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

  სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მაქათუბანში, ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240005950   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 19.03.2024 17:43 წინადადებების მიღება იწყება 29.03.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 01.04.2024 17:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25`344.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები    45112720 - სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი. ხარჯთაღიცხვები. მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 250.00 GEL გარანტიის ოდენობა 253 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       დაფინანსება 100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_2_2.png
20/03/2024 10:13

ხარაგაულის მერია ტენდერს აცხადებს

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. საღანძილეს ცენტრში დასასვენებელი ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240005932   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 19.03.2024 17:15 წინადადებების მიღება იწყება 29.03.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 01.04.2024 14:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23`727.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45100000 - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები    45112720 - სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღე. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 350.00 GEL გარანტიის ოდენობა 237 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/431548257_370412042482995_1306708292715532009_n.jpg
18/03/2024 17:05

მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან , მანანა ბარბაქაძესთან ერთად ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ახალი ბაღის მშენებლობაზე 1 278 332 ლარი დაიხარჯება. ბაღის მშენებლობა ახალ ლოკაციაზე სოფლისთვის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის  სამუშაოები. პროექტი სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე  649 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება  კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა და რეაბილიტაცია. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე: ,,სასიხარულოა ის მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულშია, პროექტები სხვადასხვა სამინისტროების და ფონდების დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის განხორცილებაშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია რომ ყოველ წელს იმატებს ხარაგაულში მშენებლობის ტემპი , მიხარია რომ ამდენი საქმე კეთდება , რაც კიდევ გაგრძელდება“. მაჟორიტარმა დეპუტატი მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის   და  სოფელ ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ხარაგაულის მერია 2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 6 051 271  ლარს დახარჯავს.  დღესვე, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში  CESL პროექტის ფარგლებში, 100 ათასი ლარის ღირებულების გრანტით,ახალი ავეჯით აღჭურვილი , განახლებული ინოვაციების  ცენტრის მოინახულა. ცენტრი ასევე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით.  
სრულად