ხარაგაულში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა.
ხარაგაულის ცენტრალურ პარკში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი იყო მრავალფეროვანი საახალწლო სივრცეები: ჯადოსნური ქალაქი, საშობაო ბაზრობა, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირებთან ფოტოგადაღება, შემეცნებით-გასართობი ექსპერიმენტები, თოვლის ბაბუს ქოხი და საჩუქრები პატარებისთვის.
18:00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულელებთან ერთად საზეიმოდ აანთო მთავარი ნაძვის ხე.
საღამო , გალა კონცერტით - ქართული ესტრადის ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდა.
სადღესასწაულო განწყობა შექმნეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სოფო ბედიამ, თემურ თათარაშვილმა, მაია ჯაბუამ, ელენე ფოჩხუამ, ლადო ჯანელიძემ, ტატო გოდერძიშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ნათია პერანიძემ, ლიკა დოლიძემ ბორის ბედიამ და Like ბენდმა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით იმართება.