21/01/2021
22 იანვარს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 22 ინავარს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც ერთი საკითხი იქნება განხილული.
კერძოდ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ბიუროს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მოახსენებს.
აღნიშნულ საკითხს საკრებულო ასევე, რიგგარეშე სხდომაზე, 25 იანვარს მოისმენს.
სრულად
21/01/2021
ღორეშაში ცენტრალურ ქუჩას გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ დადგენილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 იანვარს გამართულ მორიგ ხდომაზე მიიღო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მაისის №50/24 განკარგულების საფუძველზე:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში სსიპ. იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებულ 420 მ. მანძილზე სახელწოდების არმქონე ქუჩას ( დასაწყისი სოფელ ღორეშის საჯარო სკოლა - დასასრული მოქალაქე არკადი კაპანაძის საცხოვრებელი სახლი) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელის გელა კაპანაძის სახელი თანდართული რუკის (ორთო ფოტო) თანახმად.
მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3 .განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N 7).
სრულად
20/01/2021
ხარაგაულის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნება. აღნიშნული საკითხი დღეს, 20 იანვრის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და დღესვე გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, განყოფილება წარმოდგენილი იქნება სამი საშტატო ერთეულითა და სამი ხელშეკრულებით დასაქმებული პირით. განყოფილებაში აუცილებელი პირობაა, რომ იყოს იურისტი, ფსიქოლოგი და სოც მუშაკი.
კახა გოლუბიანის თქმით, ახალ განყოფილებას საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე ექნება შესასრულებლად. ამიტომ დანიშვნის შემდეგ თითოეული თანამშრომელი გაივლის სპეციალური სწავლების ორ თვიან კურსს.
საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განცხადებით ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ხარაგაულშიც არის გამოწვევები. „იმედი მაქვს განყოფილებაში დასაქმდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ბავშვთა სჭიროებები და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ“ - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია სჯობს ხელშეკრულებით თანამშრომლების აყვანა დროებით გადაიდოს და განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მხოლოდ შტატით დანიშნულებმა იმუშაონ.
კახა გოლუბიანის თქმით, ბავშვთა უფლებებს საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა და სამი თანამშრომელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს ის ვალდებულებები და უფლება-მოსილებები, რომელიც განყოფილებამ უნდა შეასრულოს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი გასულ წელს მიიღო და დაამტკიცა. შემდეგ შეიმუშავეს საკითხი, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კოდექსის აღსასრულებად ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.
დღევანდელ სხდომაზე კახა გოლუბიანმა ასევე, წარმოადგინა საკითხი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მერიაში ხელშეკრულებით დანიშნულთა რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 24-ამდე. სამი მათგანი ახალი განყოფილების თანმაშრომელი იქნება, ხოლო ერთი - ადმინისტრაციული ერთულის სპეციალისტის თანმადებობაზე დაინიშნება.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ; საკითხი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ღორეშაში მდებარე სოფლის ცენტრალურ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა.
და ბოლო საკითხი, რომელიც მერიის ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ალავიძემ წარადგინა ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემას შეეხებოდა. რომლის გადაცემაზეც ხარაგაულის მერმა თანხმობა მიიღო.
სრულად
20/01/2021
წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობის მოწყობა მიმდინარეობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს.
დღეს, სკოლაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე მუნიციპაური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. სასწავლო პროცსის აღდგენის შემთხვევაში სკოლის კონტიგენტი, მშენებლობის დასრულებამდე, სოფელ ვარძიის სკოლის შენობით ისარგებლებენ.
წყალაფორეთში სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.
ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მოსწავლეები სწავლას, 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ მარელისის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.
სრულად