სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/514323534_693550353502494_2444685548983639356_n.jpg

,,მშვიდობით თემურ“ - იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი წარმატებით წარსდგა

ხარაგაულის სახალხო თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგა. ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2025“ თეატრმა სპექტაკლი „მშვიდობით თემურ“ წარმოადგინა.

საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი დრამატულ-კომედიური ჟანრისაა. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ირინე ჩხეიძე. მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ - ვასიკო კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე და დავით ჭყოიძე.

„თეატრალური იმერეთი 2025“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და  იმერეთის თეატრალური საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს კულტურის და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმერეთის  თორმეტივე მუნიციპალიტეტი.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,იმერეთი - 2025"  2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

სპექტაკლის პრემიერა  ხარაგაულელი მაყურებლისთვის 3 ივლისს გაიმართება.

 

ნანახია: 35 - ჯერ