კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122dhhfhsaasd56577SC0132.jpg

სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყო.

ახლადრეაბილიტირებული სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ,  ხარაგაულის მერ, კობა ლურსმანაშვილთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 
 
,, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რის ფარგლებშიც წელს უკვე იმერეთში 7 ახალი სკოლა აშენდა და მოხდა 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას სანამ თითოეულ  ბავშვს, როგორც სკოლის მოსწავლეს ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს არ ექნება ის პირობები, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული " - ზვიად შალამბერიძე.
 
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: 
 
,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სოფელ  ვერტყვიჭალაში ევროპული დონის სკოლა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. რაც მთავარია,ხარაგაულში ჩვენ გვაქვს ახალი აშენებული სკოლა კიცხის თემში და ახლად რეაბილიტურებული სკოლა სოფელ მარელისში. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული და ორიენტირებულია  განათლების სისტემის,ბავშვების ,მასწავლებლების გაძლიერებისაკენ,  რომელიც ვფიქრობ შედეგს გამოიღებს და ჩვენ გვეყოლება კომფორტულ გარემოში აღზრდილი შესანიშნავი მომავალი თაობები."
 
 
მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:
 
 ,,ძალიან მიხარია რომ ვარ დღეს ვერტვიჭალაში, ვულოცავ სოფელს ,მოსწავლეებს , მასწავლებლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს.ბედნიერებაა ასეთ სკოლაში სწავლა და იმედი მაქვს ჩვენ  უახლოეს პერიოდში არა მარტო ხარაგაულში,არამედ მთელ საქართველოში ასეთი ტიპის თანამედროვე სკოლები გვექნება."
 
 
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე:
 
,,სასიხარულოა დღევანდელი დღე , გაუსაძლის პირობებში უწევდა სკოლას ფუნქციონირება, განათლების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. გამოვხატავ ძალიან დიდ მადლიერებას ,რადგან სკოლა სრულიად ახალ , თანამედროვე, ევროპული  სტანტარტების მქონე გარემოში იწყებს სასწავლო წელს."
 
100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა. 
 
აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული. 
 
რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.
 
სკოლას აქვს  ბიბლიოთეკა,  კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი. 
 
შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ. 
 
სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.
 
 
 
ნანახია: 155 - ჯერ