სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/kic.jpg

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

მოსახლეობასა და მერს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი აქვს მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში.
სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცვთ სოფლის წარმომადგენლების შერჩევას.
დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი, პაატა ბერაძე შეუდგა საქმიანობას.
 
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა ახალ წამომადგენელს და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 სოფელი შედის; კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო.
პაატა ბერაძე ამბობს, რომ მისთვის საპასუხისმგებლოა ახალი თანამდებობა და ყველაფერს გააკეთებს, დაგროვილი გამოცდილებით დიდი სარგებელი მოუტანოს კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულს.
ნანახია: 69 - ჯერ