სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/133570898_2851117591795623_6850404132142625460_o.jpg

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ამერის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

ფარცხნალის თემში, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას, ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის ახალი წარმომადგენელი დანიშნა.
ავთანდილ თაბუკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
იგი გასულ წლებში იყო ამავე სოფლის დეპუტატი და ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი პირადად ესტუმრა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს და მერის ახალ წარმომადგენელს ეფექტური და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
თავის მხრივ ავთანდილ თაბუკაშვილმა,
მზადყოფნა გამოთქვა, უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ჩაერთოს სოფლის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში და ყველა გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
ნანახია: 79 - ჯერ