სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ghtrtre.jpg

ჩაერთე პროექტში ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.
16 აგვისტოდან პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ერთეულებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დაიწყებენ.
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს.
საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.

 

 

ნანახია: 279 - ჯერ