სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042%20-%20Copy_1.JPG

GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებული 100 000 ლარიანი ინოვაციური პროექტი ხარაგაულში განხორციელდება

იმერეთის რეგიონში , საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ,მზია გიორგობიანთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან,  ზვიად შალამბერიძესთან ერთად  და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს  ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა  ინოვაციური იდეა,  ,,ტყის გაყინული სოკოების საწარმო“,  რომელიც  ხარაგაულში განხორციელდება.

ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის ახალი პროდუქტის შექმნას გულისხმობს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,, ვულოცავ კომპანიას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას. მიმაჩნია , რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან  ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში უკვე არსებობს ბიზნეს ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით  და ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს დაკავდნენ იმ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული.  GITA - ს კონკურსი კვლავ გრძელდება და მასში ყველა ხარაგაულელს შეუძლია  თავისი ინოვაციური იდეებით ჩაერთოს. ასეთი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც განვითარებაზე, ინოვაციური იდეების მხარდაჭერასა და ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაზე არის გათვლილი.

ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თი“-ს თანადამფუძნებელი - ჩვენი გუნდი ტყის პროდუქტების და სამკურნალო მცენარეების ექსპორტზე მუშაობს. უკვე ორი წელია ხარაგაულში ჩვენი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს. წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე დიდი დაინტერესება იყო ტყის სოკოების მიმართ, ჩვენ ვაკვირდებოდით რა რესურსი გვქონდა საქართველოში  და  მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. აუთვისებელია დიდი რაოდენობით ტყის სოკო. მიღებული გრანტით, ადგილობრივ შემგროვებლებთან ერთად, ჩვენ ავითვისებთ გამოუყენებელ რესურსს და ხარაგაულის საწარმოში დავიწყებთ ტყის გაყინული სოკოების წარმოებას, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ასევე ექსპორტზეც გავიტანთ. ჩვენ საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი მოსახლეები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი კეჟერაშვილი - ტექნოპარკების ქსელის მენეჯერი.

ხარაგაულის ადგილობრივ მეწარმეებს გაუჩნდებათ ახალი საქმე, რომ ტყის პროდუქტები შეაგროვონ და ჩააბარონ, რაც მათ შემოსავალს მისცემს. საქრთველოში ამ პროდუქტზე ყველა სეზონზე არის მოთხოვნა. ბიზნეს პროექტში ძალიან კარგად ჩანდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რა რესურსი და  როგორი მოთხოვნებია ამ კუთხით. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეიძლება  დიდ მომგებიან ბიზნესად იქცეს.

პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

 ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:

 

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტი:

 

ბაია ფუდი  - ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ხილის, ჩირისა და შოკოლადის წასახემსებელი „სნექის“ წარმოება ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე

 

 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:

  პირველი ქართული 3D პრინტერის წარმოება (ქუთაისი)

  GDSystems - და ვინჩის მწვანე სისტემები - პლანეტარული ტიპის ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა სასარგებლო ფართის 100%-ით ათვისების სისტემით ვეგეტაციური პროცესების შეზღუდვის გარეშე და გაუმჯობესებული აგროტექნიკური შესაძლებლობებით;

  soplidan.ge - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც იმერეთის ფერმერებსაც პირდაპირ დააკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ვებ-გვერდის საშუალებით;

 ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით შეიქმნება ახალი პროდუქტი ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის;

 Q-bic  - მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასით Glamping-ის კარვების წარმოება და გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე

  ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - მოძრავი გადამამუშავებელი საწარმოს მეშვეობით წვენების, ჯემების, საწებლების წარმოება, სრულიად ახალი სტანდარტის პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივი ნედლეულით და საექსპორტო და ადგილობრივი პოტენციალის ათვისება

 ჰერბია - ახალი პროდუქტის - მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავება და შეფუთვა საჭმელად მზა სახით.

 

 ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

 

აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

  მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

 

 

 

 

 

ნანახია: 730 - ჯერ