სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2551.JPG

გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი წარუდგინა.

კობა ლურსმანაშვილი: ,,გიორგი წერეთელს ხარაგაულთან მჭიდრო კავშირი აქვს, სოფელი ზვარე მისთვის მშობლიური სოფელია, ხარაგაულელებისთვის ამ გამორჩეულ სოფელში მისი დედულეთია. ბატონი გიორგის მხრიდან განსაკუთრებულად ვგრძნობთ ხელშეწყობას, იგი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ხარაგაული მას საპატიო ხარაგაულელის ჯილდოს გადაცემს.“

გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომით და მოწმობით  საჩხერე - ჭიათურა -ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟნაძემ დააჯილდოვა.

მიმდინარე წელს, მერის კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

 

 

 

 

ნანახია: 650 - ჯერ