სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/430118695_367188499472016_1750850155409323554_n.jpg

ხარაგაულის მერმა 8 მარტს მრავალშვილიან დედებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილები და საჩუქრები თითოეულ ქალბატონს პირადად გადასცა.

მერის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სარეცხი მანქანა და საცხობი გადაეცათ.

ტექნიკის გადაცემის იდეა ოჯახების საჭიროებების მოკვლევის შემდეგ გაჩნდა.

ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას და მერიის სოციალური პროგრამების დახმარებით მრავალშვილიანი ოჯახების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისა  და გაძლიერებისთვის მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

ნანახია: 1105 - ჯერ