სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/es_8.jpg

სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 461 226 ლარი დაიხარჯება

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისაში , საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 461 226 ლარი დაიხარჯება. ბეტონის საფარის დაგება გზის 1 700 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხათუნა ჯობაძესთან ერთად გაეცნო.

 ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 051 271  ლარით იწყებს.

საერთო ჯამში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 

ნანახია: 883 - ჯერ