სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7508.JPG

ხარაგაულის მერია ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა GIZ-ის  ,,კარგი ფინანსური მართვის პროგრამის" ფარგლებში , (GIZ Good Financial Governance Programme (GFG)  2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.

მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა საპილოტეა .

ინიციატივის მიზანია, მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კონსულტაციების გამართვის კარგი პრაქტიკა შეიქმნას.

ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მერმა ახალგაზრდებთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა განიხილა.

კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდებს  ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის იდეა გაუზიარა და მათგან ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციების და ცენტრის ინფრასტრუქტურის შესახებ მოისმინა იდეები და მოსაზრებები.

ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია კულტურის ცენტრის შენობაში მოიაზრება, სადაც საკმაოდ დიდი მოცულობის დარბაზი უკვე წლებია უფუნქციოდაა და რეაბილიტაციას საჭიროებს.

ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მერს ასეთი ფორმატის შეხვედრისთვის და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს , რაც ახალგაზრდული ცენტრის განხორციელების  შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა  ღირებული შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა და მათი მხრიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონსიძიებების შეფასება.

ჩვენ მოვისმინეთ ახალგაზრდების მოსაზრებები, რას ისურვებდნენ  და რა უფრო მნიშვნელოვანი  იქნებოდა მათთვის. ამას მათ ნაცვლად ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ამიტომ გადავწყვიტეთ მეტი კომუნიკაცია, რომ ვიცოდეთ მათი  გეგმები  როგორია.

უნდა მოხდეს ამ იდეების შეჯერება, უნდა გავნვსაზღვროთ,  რა არის მნიშვნელოვანი, რა უფრო მოიცავს ახალგაზრდების ინეტერესებს. ეს იქნება ინტეგრირებული სივრცე, რომელიც ზუსტად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდების ხედვებს.

მთავარია , რომ შეხვედრა შედგა, კომუნიკაცია გაიმართა, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვისას გათალისწინებული იქნება ის იდეები და მოსაზრებები, რაც შეხვედრისას გაჟღერდა. ასევე ღიად და საჯაროდ გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს პროექტის დახვეწის შესაძლებლობას.“

შეხვედრაზე ასევე მოხდა 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული ღონისძიებების მიმოხილვა და საუბარი შეეხო 2025 წლის ბიუჯეტში მოაზრებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებს.

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება და საჯარო ფინანსების შედეგზე ორიენტრიებული ეფექტური მართვა.

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში 2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები , შესაბამისი სერვისის მიმღებ სეგმენტ ჯგუფებთან ერთად დაიგეგმა.

პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების დახვეწის და შემუშავების მიზნით , შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებთან.

ხარაგაულის მერია მოქალაქეთა ჩართულობას, შემდეგი საბიუჯეტო პროგრამების და ღონისძიებების დაგეგმვისას განახორციელებს:

  1. ახალგაზრდობის ხელშეწყობის საბიუჯეტო ღონისძიებები;
  2. ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია;
  3. შშმ პირების უფლებების დაცვის საბიუჯეტო ღონისძიებები;
  4. უფასო სასადილოს საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება;
  5. ნარჩენების გატანის მუნიციპალურ სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის საჭიროებების გამოკვლევა:

პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

 I ეტაპი - 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალქეთა ჩართულობის პროგრამის საჯარო წარდგენა.

II ეტაპი - 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით შერჩეულ საბიუჯეტო პროგრამებზე და ღონისძიებებზე, შესაბამის სეგმენტ ჯგუფებთან,  საჯარო კონსულტაციების გამართვა

IIIეტაპი -საჯარო კონსულტაციების შედეგების ანალიზი და მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა;

IV ეტაპი - საჯარო კონსულტაციების შედეგების საჯარო წარდგენა.

2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა GIZ – ის ექსპერტების მხარდაჭერით და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამონაწილეობით შემუშავდა.

ინფორმაციას პროგრამის თითოეული ეტაპის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის შესახებ ხარაგაულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 253 - ჯერ