სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/514349338_1253884183414817_3448615054393411671_n.jpg

ნომინაციაში მამაკაცის მთავარი როლი - ვასილ კიკნაძე დაჯილდოვდა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025" საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალზე  წარმატებით წარსდგა ხარაგაულის სახალხო თეატრი.

სპექტაკლ ,,მშვიდობით თემურ!“-ში შესრულებული როლებისთვის თეატრმა ორი მთავარი ჯილდო მიიღო:   ნომინაციაში მამაკაცის მთავარი როლი – დაჯილდოვდა მსახიობი, ვასილ კიკნაძე.

ნომინაციაში ქალის მთავარი როლი – დაჯილდოვდა თეატრის რეჟისორი და მსახიობი, ირინე ჩხეიძე.

ფესტივალის ორგანიზატორებმა „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდებით დააჯილდოეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი .

ფესტივალის 16-ე სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი – იმერეთის პროფესიული და სახალხო თეატრების მონაწილეობით. მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა აზერბაიჯანის თეატრიც.

 

ნანახია: 33 - ჯერ