სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8845.JPG

ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი 2025“-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
როგორც კობა ლურსმანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ოდეონი“ ახალგაზრდებს საკუთარი აზრის შემოქმედებითი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ წელს მეთექვსმეტედ გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი პროზაში ზეინაბ ბუაჩიძემ, პოეზიაში კი სპარტაკ ლაცაბიძემ აიღეს. მეორე ადგილზე ნია თხელიძე, მესამე ადგილზე კი სალომე კალანდაძე გავიდა, ხოლო ჟიურის რჩეული საბა ხარაძე გახდა.
გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.
ნანახია: 23 - ჯერ