ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0743.JPG

ხარაგაულში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე გამოკვლევები ჩატარდა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით, ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოკვლევები.

აქცია, რომელიც  ხარაგაულის საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, დაბა ხარაგაულსა და სოფელ ბირითში გაიმართა. დაბა ხარაგაულში გამართულ აქციაში ჩართული იყვნენ ზედა ზონის, ხოლო ბორითში ტრასისპირა სოფლების მოსწავლეები.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენლის, თათია ბლუაშვილის ინფორმაციით, გამოკვლევებისთვის მოწვეული ჰყავდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგ-რადიოლოგი, გულიკო ქაჯაია და ლაბორანტი, ქეთევან უბაშვილი.

აქციის ფარგლებში სულ 259 ბენეფიციარი გამოიკვლიეს.

ნანახია: 2144 - ჯერ