სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0455.JPG

რა საკითხებზე ისაუბრეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე, მერიამ საბიუჯეტო ცვლილება და 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვალოდა კელენჯერიძე უძღვებოდა.

 ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში შემოსულობები  2 მილიონ 128 ათასი ლარი იყო, ხოლო ხარჯები  2 მილიონ 688 ათასი ლარის ოდენობით გაიწია.

3 თვის მანძილზე ხარაგაულის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტები,სოციალური პროგრამები, სკოლამდელი განათლება, დასუფთავების ღონისძიებები, კულტურული მიმართულება და  სპორტული  პროგრამები დააფინანსა.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურული ხარჯების ათვისების მაჩვენებლით კმაყოფილი არაა, მიზეზად ზამთრის სეზონს და არსებულ უამინდობას ასახელებს, რამაც  სამუშაოების წარმოებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა.ინფრასტრუქტურაზე უნდა გახარჯულიყო 2 748 100-ლარი ამ დროისთვის 642 300 ლარია გახარჯული, თუმცა აღნიშნული თანხა-96 700 ლარით მეტია წინა წელთან შედარებით“ - განმარტავს ის.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,დღეის მდგომარეობით ფაქტიურად  უკვე პროგრესი გვაქვს. ეტაპობრივად დაიწყო სამუშაოები.დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში მეტი შედეგები გვექნება. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ საბიუჯეტო სახსრების დროულად ათვისების, დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების  მიზნით. საკრებულოსგან მივიღებთ რეკომენდაციებს,საქმიან წინადადებებს“ - განაცხადა ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ.

დღეს საკრებულოს ბიუროზე მერიამ ასევე 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარადგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულს გზების რეაბილიტაციისათვის 493 311 ლარი გამოეყო, ხოლო მაღალმთიანი სოფლების განვითრების ფონდიდან-650 000 ლარი.

მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გედსამანიისა და ზვარის ბანაკამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. პროექტები გარდამავალია და ამჯერად, პირველი ეტაპი დაფინანსდა. რეგიონალური განვითრების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მარელისის ცისკაძეების, სარგვეშის ცისკაძეები უბნის, ბორითის გოჭოურის უბნის, თეთრაწყაროს ვეფხვაძეების უბნისა და ბაზალეთის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება, რაც სოფლებში ძირითადად  გზის, გარე განათებისა და წყლის მოწესრიგებას მოხმარდება.

გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის დაბალანაზღაურებადიანი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა-100 ლარით და  ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის სუბსიდირების ზრდა.

აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება მერის კობა ლურსმანაშვილის  ინიციატივით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკარების  ხელფასის მატება   100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებით ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობას" სოფლებში  გარე-განათების ახალი  ქსელის მოსაწყობად სუბსიდია მიეცა.

 

 

ნანახია: 709 - ჯერ