სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_56.jpg

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 

27 აპრილს, 10:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები იქნება განხილული:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

   მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი.

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე,412კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.33.304). სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

.          მომხსენებელი: მაია ალავიძე.

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: მაია ალავიძე.

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: მაია ალავიძე.

 

ნანახია: 694 - ჯერ