სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/3333333333333333333333333333.jpg

გედსამანიის და ზვარის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

 მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო.

 აღნიშნული თანხით,  ხარაგაულის მერია მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში გედსამანიასა და ზვარეში მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს.

გედსამანიაში გზა  1351 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება. პროექტის სატენდერო ღირებულება 535 948  ლარია. პროექტი გარდამავალია და პირველ ეტაპზე  300 000 ლარის სამუშაოები შესრულდება. 

 ტენდერი გამოცხადდა ასევე ზვარეში ბანაკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე. პროექტის მიხედვით, გზა 1508 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.  პროექტის ღირებულება 700 482 ათასი ლარია.

პროექტი გარდამავალია და წელს  350 000 ლარის სამუშაოები შესრულდება.

 აღნიშნულ პროექტებზე,  სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისს დასრულდება.

 

ნანახია: 1227 - ჯერ