სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57.jpg

რა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიამ 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და სოფელ ხევში ბაღის მშენებლობისათვის, მერიის საკუთრებაში არსებული 412კვ.მ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის , სახელწიფოზე გადაცემასთან დაკავშირებით, მომზადებული საკითხი წარადგინა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძე უძღვებოდა.

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ალავიძის განმარტებით, საბავშო ბაღის მშენებლობისთვის მერიამ სახელმწიფოს საკუთრებაში 412 კვ.მ მიწის ფართი უნდა გადაცეს, რისთვისაც საჭიროა მერს საკრებულოდან თანხმობა მიეცეს.

სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულს გზების რეაბილიტაციისათვის 493 311 ლარი გამოეყო, ხოლო მაღალმთიანი სოფლების განვითრების ფონდიდან-650 000 ლარი.

მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გედსამანიისა და ზვარის ბანაკამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. პროექტები გარდამავალია და ამჯერად, პირველი ეტაპი დაფინანსდა.

 რეგიონალური განვითრების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მარელისის ცისკაძეების უბნის, სარგვეშის ცისკაძეები უბნის, ბორითის გოჭოურის უბნის, თეთრაწყაროს ვეფხვაძეების უბნისა და ბაზალეთის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი  აღმოაჩნდა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება, რაც სოფლებში ძირითადად  გზის, გარე განათებისა და წყლის მოწესრიგებას მოხმარდება.

გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის დაბალანაზღაურებადიანი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა-100 ლარით და  ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის სუბსიდირების ზრდა.

აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება მერის კობა ლურსმანაშვილის  ინიციატივით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკარების  ხელფასის მატება   100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებით ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობას" სოფლებში  გარე-განათების ახალი  ქსელის მოსაწყობად სუბსიდია მიეცა.

სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა  დადებითად შეაფასეს.

 

 

 

 

ნანახია: 488 - ჯერ