სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0032.jpg

30 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

30 ივლისს 15 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით, სხდომაზე გატანილი იქნება საკითხი საბიუჯეტო ცვლილების შესახებ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის ოთხი პროექტის სახელშეკრულებო ღირებულების შესავსებად დამატებით 233 011 ლარი გამოეყო.

,,აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტი სოფელ ღარიხევის, თეთრაწყაროს, ბაზალეთის და მაქათუბნის საუბნო გზების რეაბილიტაციას დაასრულებს, რომელთა სრული რეაბილიტაცია ნაცვლად 2022 წლისა, მიმდინარე წელს დასრულდება.“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

საბიუჯეტო ცვლილებას ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.

 

ნანახია: 925 - ჯერ